საქართველო ბულგარელ ჟურნალისტებს მასპინძლობს

© courtesy of Georgian National Tourism Administrationბულგარელი ჟურნალისტები საქართველოში
ბულგარელი ჟურნალისტები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
გამოწერა
ბულგარელი ჟურნალისტები მოამზადებენ სიუჟეტებს და სტატიებს, ისინი მათ ქვეყანაში სხვადასხვა არხებისა და გამოცემების საშუალებით გავრცელდება.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. ბულგარეთის მაღალრეიტინგული ტელეკომპანიების, გამოცემებისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს.
პრეს-ტურის მიზანი საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და ბულგარეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.
პრეს-ტურის მონაწილეებს შორისაა საერთაშორისო ჟურნალ Vagabond-ის ბულგარული გამოცემის რედაქტორი ენტონი გეორგიევიც.

„პირველ რიგში გეტყვით, რომ საქართველოში 6 ან 7 წლის წინაც ვიყავი და ბევრი ადგილი ვნახე, მაგრამ დღეს თბილისით გაოცებული ვარ, ძალიან შეცვლილა, უფრო ლამაზია, ბევრი რამ განახლდა და, ვფიქრობ, ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია ევროპაში. რა თქმა უნდა, თბილისი უსაფრთხო ქალაქია, ისევე, როგორც სხვა ადგილები საქართველოში“, – განაცხადა ჟურნალ Vagabond-ის რედაქტორმა.

ხუთდღიანი ტურის ფარგლებში ბულგარელი ჟურნალისტები თბილისს, უფლისციხეს, ახალციხეს, საფარის მონასტერს, ვარძიას, ფოკას და სამცხე-ჯავახეთის სხვა ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებს მოინახულებენ.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
მინისტრი: საქართველოში ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
„საქართველოში პირველად არ ვიმყოფები, აქ 20 წლის წინ ვიყავი. ახლა ყველაფერი შეცვლილია. მოხიბლული ვარ თბილისით. აქ ვნახე ძალიან მეგობრული, მომღიმარი ხალხი. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ბულგარელი ტურისტი ეწვევა საქართველოს როგორც კი დაინიშნება პირდაპირი რეისები“, – განაცხადა ტურის ერთ-ერთმა მონაწილემ მაგდალენა გიგოვამ.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბულგარელი ჟურნალისტები საქართველოს ტურიზმის, კულტურის, ისტორიული ძეგლებისა და ბუნების შესახებ სატელევიზიო სიუჟეტებს, ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ.
პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და ბულგარეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0