სააკაშვილის საუბრებს ციხეში შეიძლება უსმენენ – ექს-პრეზიდენტის ადვოკატები

© photo: Sputnikმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
უფლებადამცველების ეჭვები პაემნების ოთახში შტეფსელების დიდმა რაოდენობამ გამოიწვია.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია არ გამორიცხავს, რომ შეხვედრების ოთახში ისმინება მათი საუბრები მათი დაცვის ქვეშ მყოფთან.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული. დაკავებისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

„ციხეშიც გვისმენენ და ყველგან გვისმენენ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. შეხვედრების ოთახში ოთხი შტეფსელია და რა უნდა ოთხ შტეფსელს იმ ოთახში?! გარდა იმისა, რომ ორი კამერაა“, – განუცხადა ბასილაიამ ჟურნალისტებს.

სააკაშვილის მეორე ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებსაც სააკაშვილი ციხეში წააწყდა.
ადვოკატის თქმით, სააკაშვილს ტელეფონით სარგებლობის უფლება ჩამოართვეს და არ ნიშნავენ სასამართლო პროცესებს. მისცენ სააკაშვილს სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება, რომ ყველამ ნახოს მისი მდგომარეობა. ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია – ეს ჭორებია, რათა საზოგადოებაში შექმნან სურათი მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, აღნიშნა საძაგლიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
რატომ დაბრუნდა სააკაშვილი სამშობლოში? – ღარიბაშვილის ღია წერილი
მან სისულელე და ტყუილი უწოდა ინფორმაციას, რომ ექს-პრეზიდენტმა ექიმებს ფსიქოტროპული პრეპარატები სთხოვა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს თანამდებობრივი დანაშაულები ბრალდება, ორ საქმეზე დაუსწრებლად განაჩენია გამოტანილი, რომელიც ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო დანარჩენი საქმეები სასამართლო წარმოებაშია.
სააკაშვილს მალე კიდევ ერთ ბრალდებას – სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას წარუდგენენ. საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ მისი უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
ყველა ახალი ამბავი
0