https://sputnik-georgia.com/20211006/saaftiaqo-narkomania-tbilissa-da-batumsi-6-atasamde-medikamenti-amoires-260292237.html
„სააფთიაქო ნარკომანია“: თბილისსა და ბათუმში 6 ათასამდე მედიკამენტი ამოიღეს
„სააფთიაქო ნარკომანია“: თბილისსა და ბათუმში 6 ათასამდე მედიკამენტი ამოიღეს
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, რეგულირების სააგენტო წამლის სფეროში არსებული დარღვევების გამოვლენას და მასზე რეაგირებას პერმანენტულად ახორციელებს. 06.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-06T19:00+0400
2021-10-06T19:00+0400
2021-10-06T22:20+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24348/32/243483242_0:109:2074:1276_1920x0_80_0_0_75e61ac95f1952880a79f410cc86aabc.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისისა და ბათუმის აფთიაქებში ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კერძოდ, ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლის ღონისძიებების შედეგად სექტემბერში თბილისსა და ბათუმში რეგულირების სააგენტომ გამოავლინა 11 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის წესები ირღვეოდა. აღნიშნულ აფთიაქებში სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან სააგენტოს თანამშრომლებმა 6 ათასამდე მედიკამენტი ამოიღეს.რეგულირების სააგენტოს ცნობით, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას ხუთ აფთიაქში სპეციალური რეცეპტის გარეშე შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები, ექვს შემთხვევაში კი გამოვლინდა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა, აფთიაქის მუშაობის ნებართვის გარეშე.აფთიაქების უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 5.766 ერთეული ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალება კონფისკაციას დაექვემდებარა.გარდა ამისა, ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა სანებართვო პირობების დარღვევის სამი და ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის წესის დარღვევის 11 ფაქტიც.უწყების ინფორმაციით, ყველა გამოვლენილ შემთხვევაში შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გადაიგზავნა.
https://sputnik-georgia.com/20210802/wamlebis-fasebi-gadaixedeba-252485036.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24348/32/243483242_115:0:1959:1383_1920x0_80_0_0_7eeab07a4670030473ce74af0c6724bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
„სააფთიაქო ნარკომანია“: თბილისსა და ბათუმში 6 ათასამდე მედიკამენტი ამოიღეს
19:00 06.10.2021 (განახლებულია: 22:20 06.10.2021) უწყების ცნობით, რეგულირების სააგენტო წამლის სფეროში არსებული დარღვევების გამოვლენას და მასზე რეაგირებას პერმანენტულად ახორციელებს.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისისა და ბათუმის აფთიაქებში ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
კერძოდ, ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლის ღონისძიებების შედეგად სექტემბერში თბილისსა და ბათუმში რეგულირების სააგენტომ გამოავლინა 11 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის წესები ირღვეოდა. აღნიშნულ აფთიაქებში სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან სააგენტოს თანამშრომლებმა 6 ათასამდე მედიკამენტი ამოიღეს.
რეგულირების სააგენტოს ცნობით, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას ხუთ აფთიაქში სპეციალური რეცეპტის გარეშე შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები, ექვს შემთხვევაში კი გამოვლინდა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა, აფთიაქის მუშაობის ნებართვის გარეშე.
აფთიაქების უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 5.766 ერთეული ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალება კონფისკაციას დაექვემდებარა.
გარდა ამისა, ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა სანებართვო პირობების დარღვევის სამი და ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის წესის დარღვევის 11 ფაქტიც.
უწყების ინფორმაციით, ყველა გამოვლენილ შემთხვევაში შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გადაიგზავნა.