https://sputnik-georgia.com/20211006/nanuka-jorjoliani-mixeil-saakashvili-260273706.html
„სააკაშვილმა თავად დაურეკა პოლიციას და მისი ადგილსამყოფელი უთხრა“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
„სააკაშვილმა თავად დაურეკა პოლიციას და მისი ადგილსამყოფელი უთხრა“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
Sputnik საქართველო
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ასაჯაროებს. 06.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-06T13:01+0400
2021-10-06T13:01+0400
2021-10-06T18:37+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252306600_38:0:1016:550_1920x0_80_0_0_39d5aa71f5c7ee90df9f3d7e7f7c310a.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილმა თავად შეატყობინა პოლიციას მისი მდებარეობის შესახებ და ჩაბარდა. ამ ინფორმაციას ავრცელებს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელით.ჟურნალისტი ამბობს, რომ სააკაშვილმა პოლიციაში დარეკა და იმ ბინის მისამართი უთხრა, სადაც იმყოფებოდა, შემდეგ კი სამართალდამცველებს მაგიდაზე ხინკლით და ღიმილით დახვდა.საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ ის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირადად და ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე იზრუნებს.სააკაშვილის მეგობარმა გოგონამ ზელენსკის მიმართა>>მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
https://sputnik-georgia.com/20211005/mixeil-saakashvili-dakaveba-260241085.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252306600_267:0:1000:550_1920x0_80_0_0_5c7727edbfd0da7061a86e8cb9955f9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანი
მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანი
„სააკაშვილმა თავად დაურეკა პოლიციას და მისი ადგილსამყოფელი უთხრა“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
13:01 06.10.2021 (განახლებულია: 18:37 06.10.2021) ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ასაჯაროებს.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილმა თავად შეატყობინა პოლიციას მისი მდებარეობის შესახებ და ჩაბარდა. ამ ინფორმაციას ავრცელებს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელით.
ჟურნალისტი ამბობს, რომ სააკაშვილმა პოლიციაში დარეკა და იმ ბინის მისამართი უთხრა, სადაც იმყოფებოდა, შემდეგ კი სამართალდამცველებს მაგიდაზე ხინკლით და ღიმილით დახვდა.
„ამ ზარით გითხრათ სად იყო, იმიტომ რომ ამ გზით, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე უნდოდა ყველასთვის ეჩვენებინა როგორი ტრუსკავეცებიც ხართ სინამდვილეში. ახლა უყურებთ კამერებში ყველა მისულ ადამიანს იქეთ როგორ ამშვიდებს და ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხუმრობს და იცინის და შოკში ხართ, საკუთარ ილუზიებში დამარცხებულებმა არ იცით საკუთარი ქაქიდან როგორ გამოხვიდეთ“, – წერს ჟორჟოლიანი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ ის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირადად და ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე იზრუნებს.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.