https://sputnik-georgia.com/20211006/larsis-sabajo-gamsveb-punqtze-seferxebaa-260292937.html
„ლარსის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეფერხებაა
„ლარსის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეფერხებაა
Sputnik საქართველო
უწყების ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში ათასზე მეტი სატვირთო ავტომობილის გატარებაა შესაძლებელი. 06.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-06T19:23+0400
2021-10-06T19:23+0400
2021-10-06T19:23+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23866/55/238665505_0:81:2048:1233_1920x0_80_0_0_0066d85f03b94055a09825c5a670f472.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. „ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეფერხებაა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის მხარეს „ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და გატანა, აგრეთვე გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება შეფერხებით მიმდინარეობს.„რუსეთის ფედერაციის მხარეს სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება (ზემოაღნიშნული მიზეზით, რუსეთის მხარე ვერ უზრუნველყოფს საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტი ნაკადის მიღებას)“, -აღნიშნულია განცხადებაში.უწყების განცხადებით, შემოსავლების სამსახური საპატრულო პოლიციის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტომობილების რიგების აღმოსაფხვრელად, რათა მეზობელი სახელმწიფოებიდან რუსეთის ფედერაციისა და შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის განისაზღვროს ალტერნატიული მოძრაობის მარშრუტები.
https://sputnik-georgia.com/20211006/gudauri-kobis-gzaze-mozraoba-tavisufalia-260276840.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23866/55/238665505_149:0:1900:1313_1920x0_80_0_0_8764ac2abaf35dd00b6da3d769719c5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები
საზოგადოება, ახალი ამბები
„ლარსის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეფერხებაა
უწყების ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში ათასზე მეტი სატვირთო ავტომობილის გატარებაა შესაძლებელი.
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. „ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეფერხებაა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის მხარეს „ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და გატანა, აგრეთვე გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება შეფერხებით მიმდინარეობს.
„რუსეთის ფედერაციის მხარეს სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება (ზემოაღნიშნული მიზეზით, რუსეთის მხარე ვერ უზრუნველყოფს საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტი ნაკადის მიღებას)“, -აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, შემოსავლების სამსახური საპატრულო პოლიციის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტომობილების რიგების აღმოსაფხვრელად, რათა მეზობელი სახელმწიფოებიდან რუსეთის ფედერაციისა და შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის განისაზღვროს ალტერნატიული მოძრაობის მარშრუტები.