„მეორე ტური გველოდება“ – კალაძემ ამომრჩეველს მიმართა

© press-service of Georgian Dreamკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. დედაქალაქის მერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება და კალაძე ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის. წინ გველოდება მეორე ტური“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 29 დეპუტატი ეყოლება, რაც მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციას არ დააბრკოლებს.
„ეს მოგვცემს საშუალებას, მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები, არ შევაფერხოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. ეს არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნები 2021
„ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდი“ -კახა კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
დედაქალაქის მოქმედმა მერმა არჩევნებზე 45,04% მიიღო. მეორე ტურში მასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, რომელმაც პირველ ტურში ხმების 33,96% დააგროვა. მესამე ადგილზე ხმების 9,36%-ით გიორგი გახარია გავიდა.
თბილისის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძოდა.
ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური თბილისის გარდა კიდევ 19 ქალაქში გაიმართება. განმეორებითი კენჭისყრა 30 ოქტომბერს დაინიშნა.
ყველა ახალი ამბავი
0