https://sputnik-georgia.com/20211003/kaxa-kalade-archevnebs-afasebs-260163432.html
„ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდი“ -კახა კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
„ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდი“ -კახა კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. მზად ვარ მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ თბილისელების მხადაჭერით მივაღწევთ გამარჯვებას, განაცხადა თბილისის... 03.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-03T12:27+0400
2021-10-03T12:27+0400
2021-10-03T13:19+0400
არჩევნები 2021
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252376401_0:79:1978:1193_1920x0_80_0_0_ef50ab9b7f3218a68fe3ae8b185d7a31.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. მზად ვარ მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ თბილისელების მხადაჭერით მივაღწევთ გამარჯვებას, განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.კახა კალაძემ თითოეულ მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ცესკო-ს პირველადი მონაცემების გამოქვეყნებისას ცხადი გახდა, რომ ის უპირობო ლიდერია, თუმცა რამ გამოიწვია მეორე ტური, ამას გამოკვლევა სჭირდება.თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისში 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 360 უბანზე (46.81%). აღნიშნული მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პირველ ადგილზეა კახა კალაძე 45.28 პროცენტით (96 840 ხმა), 34.27 (73 294 ხმა) პროცენტი აქვს ნიკანორ მელიას.საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემით 52 ქალაქში ლიდერობს, რაზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები მეტყველებს ოქმები დაახლოებით 40%-ის დათვლის შემდეგ. დანარჩენ 11 ქალაქში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ წინ.საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო1.815.776-მა მოქალაქემ. ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში.
https://sputnik-georgia.com/20211003/irakli-kobaxidze-archevnebze-260161122.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252376401_311:0:1978:1250_1920x0_80_0_0_2a2a035ea5bc0dfdc09b1389a5be1ae6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კახა კალაძე არჩევნები
„ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდი“ -კახა კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
12:27 03.10.2021 (განახლებულია: 13:19 03.10.2021) თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. მზად ვარ მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ თბილისელების მხადაჭერით მივაღწევთ გამარჯვებას, განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
კახა კალაძემ თითოეულ მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ცესკო-ს პირველადი მონაცემების გამოქვეყნებისას ცხადი გახდა, რომ ის უპირობო ლიდერია, თუმცა რამ გამოიწვია მეორე ტური, ამას გამოკვლევა სჭირდება.
„ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდი, ამის ყველა პირობა არსებობდა, თუმცა ბოლო დღეებში ბევრი რამ შეიცვალა, არ დავიწყებ ახლა ამის განხილვას, პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატის მხრიდან ხმების გაყოფამ თუ სხვამ, ვიტყვი ერთს, პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას. შეიძლება მეც რაღაც დავაკელი, ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე ყურადღება, ამისთვის ბოდიში, თუმცა დარწმუნებული ვარ მეორე ტურში გამარჯვებაში“, - განაცხადა კალაძემ.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისში 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 360 უბანზე (46.81%). აღნიშნული მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პირველ ადგილზეა კახა კალაძე 45.28 პროცენტით (96 840 ხმა), 34.27 (73 294 ხმა) პროცენტი აქვს ნიკანორ მელიას.
საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემით 52 ქალაქში ლიდერობს, რაზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები მეტყველებს ოქმები დაახლოებით 40%-ის დათვლის შემდეგ. დანარჩენ 11 ქალაქში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ წინ.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო1.815.776-მა მოქალაქემ. ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში.