თავისუფალი სტილით ჭიდაობა: საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა

© Facebook / Geo Wrestling Officialნიკა კენჭაძე
ნიკა კენჭაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
79 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კენჭაძემ სომხეთის წარმომადგენელი არმან ავაგიანი დაამარცხა
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძემ ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
79 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კენჭაძემ სომხეთის წარმომადგენელი არმან ავაგიანი ანგარიშით 10:0 დაამარცხა.
24 წლის კენჭაძისთვის ეს პირველი კვარცხლბეკია მსოფლიო ჩემპიონატზე მოზრდილთა შორის, 2018 წელს მან ახალგაზრდებს შორის (U-23) მსოფლიო პირველობა მოიგო.
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა
ამგვარად. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზეა ორი მედალი. მანამდე ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) გახდა.
5 ოქტომბერს ქართველ მოჭიდავეებს კიდევ ერთი მედლის აღების შანსი აქვთ. მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს ზურაბ იაკობაშვილს (70 კგ-მდე წონითი კატეგორია), რომელიც რეპეშაჟში ნიკოლაე კოჯოკარუ (დიდი ბრიტანეთი)/კარლოს მილაკუეოს (ჩილე) წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. თუ იაკობაშვილი ამ ბარიერს გადალახავს, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მისი მეტოქე აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი იქნება.
მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში 2 ოქტომბერს დაიწყო და 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0