https://sputnik-georgia.com/20211005/talakvadze-melias-bolo-shanss-azlevs-260242921.html
ვიცე-სპიკერი ნიკა მელიას ბოლო შანსს აძლევს
ვიცე-სპიკერი ნიკა მელიას ბოლო შანსს აძლევს
Sputnik საქართველო
პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თავად მიმართა. 05.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-05T14:35+0400
2021-10-05T14:35+0400
2021-10-05T19:23+0400
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260222681_0:97:1280:818_1920x0_80_0_0_3589b6d4d580fa4bb7359baa29e4b50e.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერსა და თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას შეუძლია სადეპუტატო მანდატი შეინარჩუნოს, თუ იგი საკუთარ განცხადებას კენჭისყრამდე გაიტანს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.ივლისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ანულირებულად გამოაცხადა შარლ მიშელის შეთანხმება, მელიამ სადეპუტატო მანდატზე უარი განაცხადა.17 სექტემბერს ნიკა მელიას მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას კი დეპუტატები დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება.მიმდინარე წლის დასაწყისში მეათე მოწვევის პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი ერთხელ უკვე მოუხსნა, რის შემდეგაც, 23 თებერვალს მელია „გავრილოვის ღამედ" წოდებული საპროტესტო აქციის დროს მასობრივი ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.ამისთვის ხელისუფლებამ მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მაისის დასაწყისში მელია წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, გირაოს თანხა ევროკავშირმა გადაიხადა. მელიას 2019 წლის დეკემბერში სადეპუტატო ხელშეუხებლობა მეცხრე მოწვევის პარლამენტმაც მოუხსნა, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში დამნაშავედ ცნო.მელია დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს 25 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.ამ დროისათვის ნიკა მელია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მთავარი კონკურენტია. ცესკოს მონაცემებით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 45,04%, მელიამ კი 33,96% მიიღო.საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
https://sputnik-georgia.com/20211004/seuwydeba-tu-ara-melias-mandati-parlamenti0xval-imsjelebs-260206216.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260222681_132:85:1156:853_1920x0_80_0_0_10842025b69c08faa51716ff36a5e73c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ვიცე-სპიკერი ნიკა მელიას ბოლო შანსს აძლევს
14:35 05.10.2021 (განახლებულია: 19:23 05.10.2021) პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თავად მიმართა.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერსა და თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას შეუძლია სადეპუტატო მანდატი შეინარჩუნოს, თუ იგი საკუთარ განცხადებას კენჭისყრამდე გაიტანს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
ივლისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ანულირებულად გამოაცხადა შარლ მიშელის შეთანხმება, მელიამ სადეპუტატო მანდატზე უარი განაცხადა.
17 სექტემბერს ნიკა მელიას მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას კი დეპუტატები დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება.
„თუ ნიკა მელია საკუთარ განცხადებას არ გაიტანს და არ გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მას სურს საკუთარი მანდატის შენარჩუნება, ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.
მიმდინარე წლის დასაწყისში მეათე მოწვევის პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი ერთხელ უკვე მოუხსნა, რის შემდეგაც, 23 თებერვალს მელია „გავრილოვის ღამედ" წოდებული საპროტესტო აქციის დროს მასობრივი ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
ამისთვის ხელისუფლებამ მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მაისის დასაწყისში მელია წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, გირაოს თანხა ევროკავშირმა გადაიხადა.
მელიას 2019 წლის დეკემბერში სადეპუტატო ხელშეუხებლობა მეცხრე მოწვევის პარლამენტმაც მოუხსნა, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში დამნაშავედ ცნო.
მელია დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს 25 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ამ დროისათვის ნიკა მელია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მთავარი კონკურენტია. ცესკოს მონაცემებით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 45,04%, მელიამ კი 33,96% მიიღო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.