შეუწყდება თუ არა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება: პარლამენტი ხვალ იმსჯელებს

© AFP 2024 / VANO SHLAMOVნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თავად მიმართა.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს, იუწყება „პირველი არხი“.
ხვალ, 12:00 საათზე ჩანიშნულია პლენარული სხდომა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება. საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს გაიხსნა, თუმცა, თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე, პლენარული სხდომები ამ დრომდე შეჩერებული იყო.
ნიკა მელიას მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უკვე განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ მას უფლებამოსილება შეუწყდეს.
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
არჩევნები 2021
მელია ჩრდილოვანი მთავრობის ფორმირებას გეგმავს
ივლისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ანულირებულად გამოაცხადა შარლ მიშელის შეთანხმება, მელიამ სადეპუტატო მანდატზე უარი განაცხადა.
მანამდე, მიმდინარე წლის დასაწყისში მეათე მოწვევის პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, რის შემდეგაც, 23 თებერვალს მელია „გავრილოვის ღამედ" წოდებული საპროტესტო აქციის დროს მასობრივი ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
ამისთვის ხელისუფლებამ მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მაისის დასაწყისში მელია წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
მელიას 2019 წლის დეკემბერში სადეპუტატო ხელშეუხებლობა მეცხრე მოწვევის პარლამენტმაც მოუხსნა, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში დამნაშავედ ცნო.
მელია დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს 25 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ყველა ახალი ამბავი
0