სასამართლო მამა-შვილი წოწორიების საქმის განხილვას იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
ძებნილი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მფარველობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულს ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში არალეგალურად შემოსვლის საქმეზე დაკავებულ ორ პირთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.
სამართალდამცველებმა ფოთში მცხოვრები მამა-შვილი შალვა და ზურაბ წოწორიები 3 ოქტომბერს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ფოთის პორტის ტერმინალის რიგითი თანამშრომლები არიან.
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
პროკურატურა: მამა-შვილმა წოწორიებმა სააკაშვილი ავტომანქანით სამეგრელოს სოფელში მიიყვანეს
საქართველოს პროკურატურამ მათ ბრალი სსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) გუშინ წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილზე – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.
დაკავებულთა ადვოკატის გიორგი გოგინავას თქმით, ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

„მოლოდინი იმისა, რომ ბრალდების მხარე არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით წარდგება სასამართლოზე, ნამდვილად არ გაგვაჩნია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მოტივირებული არიან ბრძოლისათვის და, მერწმუნეთ, ისინი ძალიან მალე გათავისუფლდებიან საპატიმრო დაწესებულებიდან", – განაცხადა გოგინავამ.

სააკაშვილთან დაკავშირებულ ანალოგიურ საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს ელგუჯა ცომაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ პატიმრობა შეუფარდა. ცომაია იმ ბინის მფლობელია, რომელშიც საქართველოში ძებნილი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.
სასამართლომ ელგუჯა ცომაიას პატიმრობა შეუფარდა>>>
სააკაშვილი საქართველოში პარასკევს, 1 ოქტომბერს ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0