მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რევოლუციური გარღვევა: შექმნილია უკურნებელი სენის ვაქცინა

© AFP 2024 / WANG ZHAOსამეცნიერო ლაბორატორია
სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა ამ დროისათვის უკურნებელი აუტოიმუნური დაავადების – რევმატოიდული ართრიტის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა შექმნეს. შესაბამისი სამეცნიერო სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences.
რევმატოიდული ართრიტი თავს მაშინ იჩენს, როდესაც ჯანსაღ ქსოვილებს ორგანიზმის საკუთარი იმუნური სისტემა უტევს და ანადგურებს, პირველ რიგში კი ხელების, მაჯების, ტერფებისა და მუხლების სახსრებს.
ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
ართრიტის უჩვეულო სიმპტომები: როგორ ამოვიცნოთ დაავადება წინასწარ
„მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ფართოდაა გავრცელებული, მისი სამკურნალო წამალი არ არსებობს. ჩვენ ბოლომდე არც ვიცით, რა იწვევს მას. ასეა თითქმის ყველა აუტოიმუნური დაავადების შემთხვევაში, რაც მათ მკურნალობასა და პროფილაქტიკას ართულებს“, − ამბობს კვლევის ხელმძღვანელი რიტუ ჩაკრავარტი.
ჩაკრავარტი მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა ცილა 14-3-3 Zeta-ს და მის როლს იმუნურ პათოლოგიებში − აორტის ანევრიზმის ჩათვლით, და ასევე ინტერლეიკინ 17-ს − ციკოტინს, რომელიც აუტოიმუნურ დაავადებებთანაა კავშირში. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ცილა 14-3-3 Zeta-ს ამოღებამ გენის რედაქტირებისას მძიმე ართრიტი გამოიწვია ლაბორატორიულ ცხოველებში.
სოდა - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
საკვები სოდა ართრიტს ებრძვის - ამერიკელი მეცნიერების კვლევა
ივარაუდეს რა, რომ ცილა 14-3-3 Zeta ორგანიზმს რევმატოიდული ართრიტისგან იცავს, მეცნიერებმა ბაქტერიულ უჯრედში გამოზრდილი და გაწმენდილი ცილის საფუძველზე ვაქცინა შექმნეს. ცხოველებზე ჩატარებული შემდგომი კვლევებით მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ვაქცინა თანდაყოლილი იმუნური სისტემის ძლიერ, დაუყოვნებელ და ხანგრძლივ პასუხს იწვევს, რაც დაავადებისგან იცავს ორგანიზმს.

„ჩვენდა გასაოცრად, რევმატოიდული ართრიტი ახალი ვაქცინით აცრილ ცხოველებში სრულად გაქრა“, − ამბობს ჩაკრავარტი.

მისი თქმით, თუ მეცნიერები წარმატებით დაასრულებენ ვაქცინის კლინიკურ კვლევებს, ეს რევოლუციური გარღვევა იქნება მედიცინაში.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გარდა ართრიტის დათრგუნვისა, ვაქცინამ ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ძვლების მდგომარეობა, რაც იმუნიზაციის კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობა იქნება.
დღეისათვის რევმატოიდულ ართრიტს ძირითადად ფართო მოქმედების კორტიკოსტეროიდებითა და იმუნოდეპრესანტებით მკურნალობენ, ან კონკრეტული ანთებითი პროცესის საწინააღმდეგო უფრო ახალი პრეპარატებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს საშუალებები ტკივილსაც ამცირებს და დაავადების განვითარებასაც ანელებს, იმავდროულად პაციენტს უფრო მოწყვლადს ხდის ინფექციების მიმართ. ამასთან ეს პრეპარატები ხშირად ძალიან ძვირია.
ყველა ახალი ამბავი
0