ართრიტის უჩვეულო სიმპტომები: როგორ ამოვიცნოთ დაავადება წინასწარ

© Pixabay / andreas160578ხელები
ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
ექიმების თქმით, რევმატოიდულ ართრიტზე, სახსრების ტკივილის გარდა, არაერთი უჩვეულო სიმპტომიც მეტყველებს, მათ შორის თვალების ტკივილიც კი

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ართრიტი, როგორც წესი, სახსრების ტკივილთან ასოცირდება, თუმცა დაავადებაზე შესაძლოა ერთი შეხედვით უჩვეულო სიმპტომები მეტყველებდეს, წერს გამოცემა Express სპეციალისტებზე დაყრდნობით.

სოდა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2018
საკვები სოდა ართრიტს ებრძვის - ამერიკელი მეცნიერების კვლევა

ართრიტი — ეს სახსრების ანთებაა, რომელიც ასზე მეტ სხვადასხვა პათოლოგიას აერთიანებს. ამასთან ბევრი შეცდომით მიჩნევს, რომ ართრიტი მოხუცების დაავადებაა. სინამდვილეში ის ნებისმიერი ასაკის ადამიანებში გვხვდება, მათ შორის, პატარა ბავშვებშიც.  

ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა რევმატოიდული ართრიტი.

დაავადების სპეციფიკური ნიშანია სახსრების ტკივილი და დასივება, თუმცა ის შეიძლება უჩვეულოდაც გამოვლინდეს. ესენია:

  • კვანძოვანი წარმონაქმნები კანზე;
  • პულსის გახშირება;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • თმების ცვენა;
  • ფეხების დაბუჟება;
  • ძილის პრობლემები;
  • სისხლჩაქცევების ადვილად გაჩენა;
  • თავბრუსხვევა;
  • ყელის ტკივილი;
  • თვალის კაკლების ტკვილი;
  • დაბინდული აზროვნება;
  • თვალების სიმშრალე;
  • პირის სიმშრალე.

სპეციალისტების თქმით, ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რომელიც ართრიტის არსებობას გამორიცხავს ან დაადასტურებს და შესაბამის მკურნალობას დანიშნავს.

Боли в животе и недомогание - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
ღვიძლის ციროზი: დასახელდა უჩვეულო და არასპეციფიკური წინასწარი ნიშნები

მედიკოსების განმარტებით, რევმატოიდული ართრიტი ხშირად ვირუსული ინფექციის, ტრავმის, გარკვეული სახსრის ზედმეტად დატვირთვის, ჰორმონალური დარღვევის ან თირკმლის უკმარისობის  ფონზე ვითარდება. ყველაზე ხშირად ზიანდება მუხლის, ტერფის, მაჯებისა და თითების სახსრები. 

ირკვევა, რომ ადამიანის იმუნური სისტემა, გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით, ორგანიზმის ნორმალურ ნაწილს შეცდომით უცხო სხეულად აღიქვამს და შესაბამის რეაქციას უშვებს. შედეგად – გამომუშავდება ნივთიერებები, რომლებიც სახსრების სინოვიალურ გარსს შლის.

ამ დროისათვის უცნობია იმუნურის სისტემის ამგვარი აქტიურობის მიზეზი, რაც რევმატოიდულ ართრიტს იწვევს. თუმცა არსებობს რამდენიმე სავარაუდო მიზეზი:

გენეტიკური ფაქტორი — მთელი რიგი კვლევებით დასტურდება, რომ ართრიტით უმეტესწილად ისინი ავადდებიან, რომელთა წინაპრებსაც რამდენიმე თაობაში აწუხებდათ ეს დაავადება;  

ინფექციური აგენტები — დიდი ალბათობით, ეს შეიძლება წითურის ვირუსიც კი იყოს.

ექიმი უყურებს რენტგენის სურათს - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
პროსტატის კიბო: როგორ ამოვიცნოთ ადრეულ ეტაპზე – განსხვავებული ნიშნები

ემოციური სტრესი — არსებობს მოსაზრება, რომ სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესი ხელს უწყობს დაავადების განვითარებას. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ქალები დერმატოიდული ართრიტით ოთხჯერ უფრო ხშირად ავადობენ, ვიდრე მამაკაცები.

დაავადების პროფილაქტიკა

ექიმების თქმით, არსებობს ართრიტის თავიდან აცილების რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ესენია:

  • ზედმეტი წონის დაკლება;
  • ჭარბი ფიზიკური დატვირთვების შემცირება;
  • მავნე ჩვევებზე (მოწევა, ალკოჰოლი) უარი;
  • რაციონში ჯანმრთელი საკვების — ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის, თევზეულის, თხილის ჩართვა, რაც დიდ გავლენას ახდენს ანთებითი პროცესის შეჩერებაზე;

ხოლო თუ დაავადება უკვე გაქვთ, რეკომენდებულია შეზღუდოთ ან არ მიიღოთ შემწვარი და გადამუშავებული საკვები, რძის ნაწარმი და დიდი რაოდენობით ხორცპროდუქტები.

ყველა ახალი ამბავი
0