Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

აცრების ინტენსივობის გაზრდის მიზნით რეგიონებში მობილურ ჯგუფებს გაგზავნიან

© Batumi City Hallვაქცინაციის მოძრავი პუნქტი
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია. ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. რეგიონებში სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში მობილური ბრიგადები გაიგზავნება, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიაწოდონ, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
საქართველოში აცრის ტემპმა ბოლო რამდენიმე კვირაა საგრძნობლად იკლო. ოქტომბრის დასაწყისიდან ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 ათასზე ნაკლებია, მაშინ, როცა წინა პერიოდში დღეში თითქმის 25-30 ათასამდე ადამიანი იცრებოდა.
ღიბრაძის განცხადებით, მობილური ბრიგადები რეგიონებში აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით გაიგზავნება.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ოჯახის ექიმებისა და ექთნებისთვის წახალისების პროგრამა იწყება
როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, ამ დროისათვის ქვეყანაში არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ ავტორიზებული ვაქცინები – Pfizer, AstraZeneca, Sinovac და Sinopharm. ამ უკანასკნელის 1 მლნ დოზა ქვეყანაში 1 ოქტომბერს შემოვიდა.
უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ აცრების პარალელურად შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გაგრძელდება დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.
„უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
სალათი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სავარაუდოდ, მისმა პიკმა გადაიარა, მაგრამ ინფიცირებულთა და გარდაცვლილების რაოდენობა მაინც მაღალია. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ პანდემიის დამარცხება მხოლოდ ვაქცინაციასა და დაწესებული შეზღუდვების დაცვას შეუძლია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1.826.786 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 991.141 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 34,9%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 835.645 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 29,3%. 4 ოქტომბერს აიცრა 8.106 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0