რა განიხილეს საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
დღეს წინანდალში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი ოფიციალურად გაიხსნა.
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქ კოლეგა ჰულუსი აკართან ორმხრივი შეხვედრა გამართა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ჰულუსი აკარი საქართველოში სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი) თავდაცვის უწყებების მინისტერიალის ETERNITY 2021 ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების პოლიტიკასა და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო თურქეთსა და საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მნიშვნელობას.
წვრთნები - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
საქართველო და აზერბაიჯანი თავდაცვის სფეროში ითანამშრომლებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში თურქეთისგან მიღებულ ექსპერტულ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერაზე, რამაც თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰულუსი აკარს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების საქმეში შეტანილი პერსონალური წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.
აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი დღეს წინანდალში ოფიციალურად გაიხსნა.
თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან რეგიონში უსაფრთხოების საკითხები განიხილა
ორშაბათს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 დაიწყო.
ტრადიციულ სწავლებაში სამი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.
თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე უკვე შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს.
ყველა ახალი ამბავი
0