https://sputnik-georgia.com/20211005/liza-iakom-saakasviltan-sexvedris-semdeg-pirveli-gancxadeba-gaaketa-260257500.html
გვშურს საქართველოსი: ლიზა იასკომ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
გვშურს საქართველოსი: ლიზა იასკომ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
Sputnik საქართველო
ყოფილი პრეზიდენტის და ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გახდა ცნობილი. 05.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-05T18:22+0400
2021-10-05T18:22+0400
2021-10-05T22:09+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
უკრაინა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260251661_0:57:1000:620_1920x0_80_0_0_6ac18c04bf7c6b35db0ab8cdd3deaf35.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინელმა დეპუტატმა ლიზა იასკომ, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეყვარებულია, რუსთავის ციხეში მისი მონახულების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.უკრაინელმა დეპუტატმა ციხეში საათ-ნახევარი დაჰყო, ხოლო ჟურნალისტებთან პირად საკითხებზე საჯაროდ არ უსაუბრია.იასკომ გუშინ თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც უახლოეს დროს საქართველოში ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. მან ქართველ ხალხს მიმართა და მოუწოდა არჩევნების შედეგების და ექს-პრეზიდენტის დაცვისკენ. მისი თქმით, სააკაშვილი უკანონოდ არის დაკავებული და მსოფლიო საზოგადოება მის გასათავისუფლებლად იბრძოლებს.ყოფილი პრეზიდენტის და იასკოს ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გახდა ცნობილი.ელიზავეტა იასკო – პოლიტოლოგი, კულტურის საქმეთა ექსპერტი და კინოპროდიუსერია. 2019 წლის 29 აგვისტოდან უკრაინის რადის დეპუტატია პარტიიდან „ხალხის მსახური“, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ყოფილი თავმჯდომარე.საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნაძალადევში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის სასჯელს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იხდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირადად და ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე იზრუნებს.
https://sputnik-georgia.com/20211001/mixeil-saakashvilis-coli-260098870.html
https://sputnik-georgia.com/20211005/saakashvilis-partia-masshtabur-aqciebs-aanonsebs-260256445.html
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260251661_0:55:1000:806_1920x0_80_0_0_a068170c57d4ba8c489897c7348620f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში
გვშურს საქართველოსი: ლიზა იასკომ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
18:22 05.10.2021 (განახლებულია: 22:09 05.10.2021) ყოფილი პრეზიდენტის და ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გახდა ცნობილი.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინელმა დეპუტატმა ლიზა იასკომ, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეყვარებულია, რუსთავის ციხეში მისი მონახულების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა, იუწყება „
Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
უკრაინელმა დეპუტატმა ციხეში საათ-ნახევარი დაჰყო, ხოლო ჟურნალისტებთან პირად საკითხებზე საჯაროდ არ უსაუბრია.
„ჩვენ ძალიან გვშურს საქართველოსი, ასეთი პრეზიდენტი რომ გყავდათ. ის ასევე უკრაინის პოლიტიკოსია. ძალიან მინდა, რომ დაიცვათ ის“, – განაცხადა ლიზა იასკომ და აღნიშნა, რომ ეამაყება სააკაშვილის საქციელი.
იასკომ გუშინ თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც უახლოეს დროს საქართველოში ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. მან ქართველ ხალხს მიმართა და მოუწოდა არჩევნების შედეგების და ექს-პრეზიდენტის დაცვისკენ. მისი თქმით, სააკაშვილი უკანონოდ არის დაკავებული და მსოფლიო საზოგადოება მის გასათავისუფლებლად იბრძოლებს.
ყოფილი პრეზიდენტის და იასკოს ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გახდა ცნობილი.
ელიზავეტა იასკო – პოლიტოლოგი, კულტურის საქმეთა ექსპერტი და კინოპროდიუსერია. 2019 წლის 29 აგვისტოდან უკრაინის რადის დეპუტატია პარტიიდან „ხალხის მსახური“, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ყოფილი თავმჯდომარე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნაძალადევში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის სასჯელს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იხდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირადად და ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე იზრუნებს.