Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

42 ლეტალური შემთხვევა: კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.800-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 621.420-ს მიაღწია.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.800 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 882 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 572, კახეთი – 409, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 260, ქვემო ქართლი – 174, შიდა ქართლი – 153, აჭარა – 103, მცხეთა-მთიანეთი – 77, სამცხე-ჯავახეთი – 66, გურია – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 44.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.485 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 593.153-მდე გაიზარდა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 5 ოქტომბერი
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 42 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.110-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 19.131 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.025 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.406, იმერეთში – 897, აჭარაში – 351.
947 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 260 პირი, მათგან თბილისში – 144, აჭარაში – 33, იმერეთში – 26.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 597 ადამიანი, მათ შორის 293 – თბილისში, 166 – აჭარაში. 14.509 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 34 ადამიანი, ყველა თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15.084 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.800-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 621.420-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0