Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 5 ოქტომბერი

© photo: Sputnik / Vladimir Pesnyaლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 593.153 ადამიანი. ჩატარებულია 1.826.786 აცრა, ერთ დღეში აცრილია 8.106 ადამიანი.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.800-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 621.420-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 593.153 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.485), გარდაიცვალა – 9.110 (ბოლო 24 საათში – 42). კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.025 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 597 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 33.679 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23.554, PCR–ტესტით – 10.125.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,31%, ბოლო 14 დღის – 5,51%, ბოლო 7 დღის – 45,16%.
სულ ჩატარებულია 1.826.786 აცრა, ერთ დღეში აცრილია 8.106 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0