https://sputnik-georgia.com/20211005/jinvali-barisaxo-satilis-gzis-or-monakvetze-transportis-mozraoba-seizruda-260258477.html
შატილში პირველი თოვლი მოვიდა – სოფლის მიმართულებით გზა ჩაიკეტა
შატილში პირველი თოვლი მოვიდა – სოფლის მიმართულებით გზა ჩაიკეტა
Sputnik საქართველო
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამ საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 05.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-05T18:52+0400
2021-10-05T18:52+0400
2021-10-06T14:26+0400
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22776/31/227763106_0:239:2717:1767_1920x0_80_0_0_9ace4664c6da3e4194f75796d163a360.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 65-ე და 82-ე კმ მონაკვეთებზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის აღდგენით სამუშაოებს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის სრულად აღდგენა.ამ დროისათვის ინტენსიურად თოვს რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზეც. საავტომობილო გზების დეპარტამენტს რაიმე შეზღუდვების შესახებ ჯერ არ განუცხადებია.ჟინვალი–ბარისახო–შატილის გზა ერთადერთი გზაა, რომელიც საქართველოს ცენტრალურ რეგიონებს შატილთან და ხევსურეთთან აკავშირებს. აღნიშნული გზა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა და ზამთარში მთლიანად იკეტება.შატილი შუა საუკუნეების ციხე-სოფელია, რომელიც 60-ზე მეტ კოშკს აერთიანებს, მდებარეობს ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. 2007 წლიდან შატილის კოშკები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაშია შეტანილი.
https://sputnik-georgia.com/20210513/Satilisken-mimavali-gza-naklebad-saxifaTo-iqneba-251722543.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22776/31/227763106_0:0:2717:2039_1920x0_80_0_0_e813b4057cbe21eeaff91633ef2d4fa4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
შატილში პირველი თოვლი მოვიდა – სოფლის მიმართულებით გზა ჩაიკეტა
18:52 05.10.2021 (განახლებულია: 14:26 06.10.2021) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამ საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 65-ე და 82-ე კმ მონაკვეთებზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი. უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის აღდგენით სამუშაოებს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის სრულად აღდგენა.
ამ დროისათვის ინტენსიურად თოვს რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზეც. საავტომობილო გზების დეპარტამენტს რაიმე შეზღუდვების შესახებ ჯერ არ განუცხადებია.
ჟინვალი–ბარისახო–შატილის გზა ერთადერთი გზაა, რომელიც საქართველოს ცენტრალურ რეგიონებს შატილთან და ხევსურეთთან აკავშირებს. აღნიშნული გზა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა და ზამთარში მთლიანად იკეტება.
შატილი შუა საუკუნეების ციხე-სოფელია, რომელიც 60-ზე მეტ კოშკს აერთიანებს, მდებარეობს ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. 2007 წლიდან შატილის კოშკები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაშია შეტანილი.