ზღვისპირელი მხატვარი, მისი რომანი თინეიჯერ ფრანგზე და ქალაქი, რომელიც „ცხოვრების წესია“

© photo: courtesy of Irinka Zgvispireliირინკა ზღვისპირელი
ირინკა ზღვისპირელი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
შეიძლება ითქვა, მასში ერთდროულად ორი ადამიანია, ერთი მათგანი მიწიერი პიროვნებაა – დიასახლისი და სამი შვილის დედა, მეორე – მისი ალტერ ეგო, რომელიც მის ფარულ ოცნებებსა და სურვილებს რეალობად აქცევს.
სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების მერე დაოჯახდა. მერე სამი შვილის დედის ცხოვრება ყოფამ მოიცვა, თუმცა მთლიანად ვერა, რადგან სწორედ მაშინ გააქტიურდა მასში ის მეორე, ჯიუტი მეოცნებე და ხატვა უჩვეულო და ყველაზე შეუფერებელ მომენტში დაიწყო. ირინა მიქაბერიძეზე, იგივე ირინკა ზღვისპირელზე მოგახსენებთ.
© courtesy of Irinka Zgvispireliირინკა ზღვისპირელი
ირინკა ზღვისპირელი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
ირინკა ზღვისპირელი
- როგორ ფიქრობთ, დღეს ირინა მიქაბერიძეს უფრო იცნობენ თუ ირინკა ზღვისპირელს?
- რადგანაც ახლა ვირტუალურ სამყაროში უფრო აქტიურად ვახერხებთ ჩვენი ხასიათის, საქმიანობის და ინტერესების რეალიზებას, ალბათ უფრო ზღვისპირელია ცნობადი, რადგან ის რამდენიმე წლის წინ „დაიბადა“, როცა წერა დავიწყე და ერთ-ერთ ლიტ-საიტზე დავრეგისტრირდი.
- რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან?
- მათ შორის სხვაობა ალბათ ის არის, რომ ირინა მიქაბერიძე ერთი ჩვეულებრივი ოჯახის დიასახლისი, სამი შვილის დედა და რეალური პრობლემებით დაღლილი ქალია. ზღვისპირელი კი რომანტიკული, ოდნავ სენტიმენტალური გოგოა, რომელსაც სიყვარულის სჯერა, ოცნებობს და ჯერ კიდევ ცაში დაფრინავს.
- მაინტერესებს, როცა სამხატვრო აკადემიის დამთავრებიდან 25-ე წლისთავზე განაახლეთ ხატვა, ამის სტიმული რა გახდა?
- ვსწავლობდი ბათუმის სამხატვრო სასწავლებელში, რომლის მოდელირების ფაკულტეტი 1996 წელს დავამთავრე. „ბნელი ოთხმოცდაათიანები“ იყო, როცა დავოჯახდი და სამი შვილი გამიჩნდა. ადვილი წარმოსადგენია, რამდენი დრო დამრჩებოდა საკუთარი თავისთვის, ამიტომ პროფესიაზე არც მიფიქრია. ოცზე მეტი წლის შემდეგ კი ძალიან უცნაურ დროს მომინდა ხატვა – როცა ხელი მქონდა მოტეხილი.
© courtesy of Irinka Zgvispireliირინკა ზღვისპირელის ნახატი
ირინკა ზღვისპირელის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
ირინკა ზღვისპირელის ნახატი
- ცალი ხელით როგორ მოახერხეთ?
- აი, იმდენად დიდი იყო ხატვის სურვილი, რომ ვწვალობდი და მაინც ვხატავდი. თავიდან ქაღალდზე, ჩემთვის. მერე, როცა ჩემი ერთ-ერთი ნახატის შეძენის სურვილი გამოთქვეს, უხერხულად ჩავთვალე უბრალო ქაღალდზე დახატული ნახატის გაყიდვა. ამიტომ საკმაოდ მოზრდილ ტილოზე დავხატე. სიმბოლურია, რომ ეს ნახატი იყო ზღვა და თოლიები. მერე უკვე მოტივაცია გამიჩნდა და მას მერე ვხატავ, ვყიდი, ვჩუქნი...
© courtesy of Irinka Zgvispireliირინკა ზღვისპირელის ნახატი
ირინკა ზღვისპირელის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
ირინკა ზღვისპირელის ნახატი
- როგორ ჩანს, მინიმალისტური სტილი გიყვართ, ცხოვრებაშიც მინიმალისტი ხართ?
- დიახ, მინიმალიზმი ჩემი სტილია ყველაფერში. თუმცა ამ ბოლო დროს აღმოსავლურმა კულტურამ გამიტაცა, განსაკუთრებით, მისმა ორნამენტებმა. ჯერ სერიოზულად არ დამიწყია მისი გამოყენება ნახატებში. კიდევ მიყვარს პედრო ალმადოვარის ფილმების კაშკაშა და მკვეთრი ფერები.
© courtesy of Irinka Zgvispireliირინკა ზღვისპირელის ნახატი
ირინკა ზღვისპირელის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
ირინკა ზღვისპირელის ნახატი
- სიუჟეტებს გიკვეთავენ თუ თქვენ მიერ შერჩეულს ჯერდებიან?
- ძირითადად ყიდულობენ იმას, რასაც ვხატავ. ხშირად გაყიდული მოსწონთ და ისეთივეს დახატვას მთხოვენ. რა თქმა უნდა, ზუსტად იგივე არასდროს გამოდის, მაგრამ მსგავსს ვხატავ ხოლმე. შეკვეთის ხატვისას ცოტას ვნერვიულობ - მოეწონება თუ არა დამკვეთს, მაგრამ, ჩემდა საბედნიეროდ, რასაც ვთავაზობ, მოსწონთ.
© courtesy of Irinka Zgvispireliირინკა ზღვისპირელის ნახატი
ირინკა ზღვისპირელის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
ირინკა ზღვისპირელის ნახატი
- შემოქმედებით პროცესს საინტერესო ისტორიებიც ახლავს ხოლმე და რამე ხომ არ გახსენდებათ?
- რამდენიმე საინტერესო ისტორია მაქვს. მაგალითად ეს: ჩემი შვილი გატაცებულია ფოტოხელოვნებით. ერთ დღეს ჩემს ყვითლად შეღებილ ტილოზე წითელი ბროწეული გადაიღო. ისე მომეწონა, რომ იმ ტილოზევე მერე ბროწეულები დავხატე. ზოგჯერ სიტუაცია გკარნახობს როგორ მოიქცე.
© courtesy of Irinka Zgvispireliირინკა ზღვისპირელის ნახატი
ირინკა ზღვისპირელის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
ირინკა ზღვისპირელის ნახატი
- რომელი ნახატის მიმართ გაქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება?
- მაქვს უსაყვარლესი ნახატი, რომელიც საჩუქრად დავხატე, ესა „დავრიში“ ანუ სუფია. ხშირად ფავორიტ ნახატებს ჩემთვის ვიტოვებ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნახატია „ფრიდა,, - მხატვარი ფრიდა კალო. ფრიდასთვის ცნობილი ყვავილები თავზე არ დამიხატავს, ის ხელნაკეთია და ლენტებისგან გავაკეთე. თოვლიანი ზღაპარ-ქალაქის ხატვა მიყვარს. ეს ჩემი ყველაზე საყვარელი თემაა, იმიტომ რომ საოცრად მიყვარს თოვლი, რაც დედამიწაზე ალბათ ყველაზე ჯადოსნური რამაა...
© courtesy of Irinka Zgvispireliირინკა ზღვისპირელის ნახატი
ირინკა ზღვისპირელის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
ირინკა ზღვისპირელის ნახატი
- წერა რატომ დაიწყეთ, ეს ხატვის განახლებას მოჰყვა?
- ბავშვობაში დღიური მქონდა, თითქმის სულ ვწერდი. თუმცა პირად ჩანაწერებს ვერავის წავაკითხებდი. ჰოდა, შვიდი წლის წინ პატარა ჩანახატების წერა დავიწყე. არის ასეთი თურქი მწერალი ქალი ელიფ შაფაქი, რომლის ერთ-ერთ წიგნს ჰქვია „სიყვარულის ორმოცი წესი“, და ეს წიგნი დიდ პოეტ ჯალალ ედ დინ რუმსა და მის სულიერ მეგობარ შამს თებრიზზეა. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ სუფიებით, აღმოსავლეთით დავინტერესდი. ჩემი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი შამს თებრიზი გახდა. ამიტომ სუფიის დახატვა რაღაც განსხვავებულად საინტერესო და სასიამოვნო იყო.
© courtesy of Irinka Zgvispireliირინკა ზღვისპირელის ნახატი
ირინკა ზღვისპირელის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
ირინკა ზღვისპირელის ნახატი
- ამჟამად წერთ წიგნს ფრანგ თინეიჯერ გოგონაზე, ამბობთ, ხშირად მეკითხებიან, რატომ ფრანგზეო, და მეც იგივე მინდა გკითხოთ...
- დიახ, მაქვს დაწყებული წიგნი, რომელიც იქნება ყველა ასაკის მკითხველისთვის. ჩემი ფრანგი პერსონაჟი ამელი საიდან მოვიდა, არ ვიცი. ერთ დღეს თავისი ყვითელი ბერეტით უბრალოდ მოვიდა, ჩემ წინ დასკუპდა და გამიღიმა. ჩემი ამელი წითურია და პატარა. ამელი - ირინკაა, საფრანგეთში მოგზაურობაზე რომ ოცნებობდა, ოღონდ ეიფელი სულ რომ არ აინტერესებს და უფრო პატარა, მყუდრო ქალაქში უნდა ცხოვრება.
© courtesy of Irinka Zgvispireliირინკა ზღვისპირელის ნახატი
ირინკა ზღვისპირელის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
ირინკა ზღვისპირელის ნახატი
- ალბათ ასეთი პერსონაჟის ამბავი რომ დაწეროთ, ფრანგულ გარემოსაც უნდა იცნობდეთ...
- როცა წერა დავიწყე, ვფიქრობდი, რომელ ქალაქში უნდა ეცხოვრა მას. მართალი გითხრათ, საფრანგეთი ასე კარგად არ ვიცოდი და ინტერნეტით დავიწყე ინფორმაციის მოძიება. მერე ერთი პატარა, ზღვისპირა ქალაქი ავარჩიე – მონპელიე. ეს სახელიც მომეწონა და ჩემი ამელიც იქ ჩავასკუპე. ვფიქრობ, ამელის და, ზოგადად, ყველა ერის ბავშვს თუ მოზრდილს, ყველა დედამიწელს ერთნაირად უყვარს, ერთნაირად უხარია, სწყინს და ბედნიერია. ამიტომ ჩემი ფრანგი გოგო ძალიანაც არ განსხვავდება სხვა ბავშვებისგან.
- ვფიქრობ, ფსევდონიმი ზღვისპირელი თქვენს სიყვარულს გამოხატავს ბათუმის მიმართ, რა მოგონებები და ემოცია უკავშირდება ამ ქალაქს?
- დიახ, ჩემი ფსევდონიმი ამ ქალაქს უკავშირდება. ბათუმი ჩემთვის მხოლოდ ქალაქი არ არის, ბათუმი - კულტურაა, ცხოვრების წესია, პასუხისმგებლობაა. მეოთხე თაობის ბათუმელი ვარ და ამ ქალაქის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს. მისი ყველა ქუჩა, ყველა კუთხე მიყვარს. ბათუმი ჩემი სახლია, ჩემი ბავშვობა, ახალგაზრდობა, ოჯახი, მეგობრები და უამრავი ლამაზი მოგონება...
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური