https://sputnik-georgia.com/20211005/gamokitxva-avranetidan-jarebis-gayvanam-evropasi-amerikis-imiji-selaxa-260237576.html
გამოკითხვა: ავღანეთიდან ჯარების გაყვანამ ევროპაში აშშ-ის იმიჯი შელახა
გამოკითხვა: ავღანეთიდან ჯარების გაყვანამ ევროპაში აშშ-ის იმიჯი შელახა
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. საზოგადოებრივი აზრის ფრანგულმა ინსტიტუტმა Ifop-მა გამოკითხვა ჩაატარა Sputnik News-სთვის, რომელიც „ავღანეთიდან ამერიკული ჯარების... 05.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-05T13:07+0400
2021-10-05T13:07+0400
2023-07-20T15:52+0400
გამოკითხვა
ავღანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1c/258881606_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_68fb67b35776ee972d5763093edb2986.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. საზოგადოებრივი აზრის ფრანგულმა ინსტიტუტმა Ifop-მა გამოკითხვა ჩაატარა Sputnik News-სთვის, რომელიც „ავღანეთიდან ამერიკული ჯარების თაობაზე ევროპელთა ხედვას“ ეხება.გამოკითხვა ონლაინ-ანკეტის მეშვეობით ტარდებოდა 21-27 სექტემბერს. ფრანგმა სპეციალისტებმა ევროპის ხუთი ეროვნული ქვეყნის 18 წელს ზემოთ მოსახლეობა გამოკითხეს.გამოკითხვა მოიცავდა ხუთ შეკითხვას:გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების თითქმის ნახევარი − 49%, ფრანგების 34% და იტალიელების 36%, ბრიტანელების 40% და ესპანელების 41% მიიჩნევენ, რომ ავღანეთში ჯარების შეყვანა 2001 წელს შეცდომა იყო. საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს ფრანგების 40%-ს, გერმანელების 37%-ს, ბრიტანელების 34%-ს, იტალიელების 46%-სა და ესპანელების 39%-ს.გარდა ამისა, ფრანგების 35%, გერმანელების 41%, ბრიტანელების 43%, იტალიელების 53% და ესპანელების 47% მიიჩნევს, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანამ მათ თვალში აშშ-ის იმიჯი გააუარესა.ყველა ქვეყანაში გამოკითხულთა ნახევარზე მეტის აზრით, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანამ მსოფლიო უსაფრთხოების დონე დასწია. ასე ფიქრობს ფრანგების 50%, გერმანელების 63%, ბრიტანელების 53%, ესპანელების 54% და იტალიელების 60%.ყველა ქვეყანაში რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად ლტოლვილები უნდა მიიღოს, იმათზე მეტია, ვინც ფიქრობს, რომ ლტოლვილები ევროპის ქვეყნებმა უნდა მიიღონ: საფრანგეთში 63%-ის აზრით, ლტოლვილები შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს, 46% კი ფიქრობს, რომ ეს ევროპის ქვეყნებმა უნდა გააკეთონ. გერმანიაში ეს მაჩვენებლებია 73% 58%-ის წინააღმდეგ, დიდ ბრიტანეთში 75% − 67%-ის წინააღმდეგ, იტალიაში 82% − 73%-ის წინააღმდეგ, ესპანეთში 85% − 80%-ის წინააღმდეგ.გამოკითხვაში 5.032 რესპონდენტი მონაწილეობდა. კერძოდ, საფრანგეთიდან 1.002 კაცი, გერმანიიდან – 1.011, დიდი ბრიტანეთიდან − 1.004, იტალიიდან – 1.007, ესპანეთიდან – 1.008 კაცი.აგვისტოს დასაწყისში თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე შეტევა გაააქტიურეს და უკვე 15 აგვისტოს ქაბულში შევიდნენ. მეორე დღეს ომი დამთავრებულად გამოაცხადეს. ქაბულის აეროპორტიდან, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იცავდნენ, დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებისა და მათზე მომუშავე ავღანელების მასობრივი ევაკუაცია დაიწყო.31 აგვისტოს ამერიკულმა ჯარებმა დატოვეს ქაბულის აეროპორტი, რითიც ავღანეთში აშშ-ის ოცწლიანი სამხედრო ყოფნა დასრულდა.სექტემბრის დასაწყისში ავღანეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობა გამოცხადდა, რომელსაც სათავეში მოჰამად ჰასან ახუნდი ჩაუდგა − „თალიბანის“ პირველი მმართველობის პერიოდში მას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა და 2001 წლიდან გაეროს სანქციების სიაში ირიცხება.
https://sputnik-georgia.com/20210930/amerikasi-seriozulad-msjeloben-avranetis-mezoblad-mdebare-rusuli-bazebis-gamoyenebaze-260030626.html
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1c/258881606_182:274:2547:2048_1920x0_80_0_0_ad48f2e56ffa3757e496315ba3090b58.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გამოკითხვა, ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
გამოკითხვა, ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. საზოგადოებრივი აზრის ფრანგულმა ინსტიტუტმა Ifop-მა გამოკითხვა ჩაატარა Sputnik News-სთვის, რომელიც „ავღანეთიდან ამერიკული ჯარების თაობაზე ევროპელთა ხედვას“ ეხება.
გამოკითხვა ონლაინ-ანკეტის მეშვეობით ტარდებოდა 21-27 სექტემბერს. ფრანგმა სპეციალისტებმა ევროპის ხუთი ეროვნული ქვეყნის 18 წელს ზემოთ მოსახლეობა გამოკითხეს.
გამოკითხვა მოიცავდა ხუთ შეკითხვას:
უნდა მიიღონ თუ არა ევროპულმა ქვეყნებმა ავღანელი ლტოლვილები, რომლებიც იქიდან ხელისუფლებაში მოძრაობა „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ გაიქცნენ?
უნდა მიიღოს თუ არა შეერთებულმა შტატებმა ავღანელი ლტოლვილები?
იყო თუ არა შეცდომა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ჯარების შესვლა ავღანეთში 2001 წელს?
ამერიკული ჯარების ავღანეთიდან გამოყვანის პირობებმა გააუარესა აშშ-ის იმიჯი თუ ის უცვლელი დარჩა?
აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გამოყვანის შედეგად მსოფლიო უსაფრთხოების დონე შემცირდა/გაიზარდა თუ უცვლელი დარჩა?
გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების თითქმის ნახევარი − 49%, ფრანგების 34% და იტალიელების 36%, ბრიტანელების 40% და ესპანელების 41% მიიჩნევენ, რომ ავღანეთში ჯარების შეყვანა 2001 წელს შეცდომა იყო. საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს ფრანგების 40%-ს, გერმანელების 37%-ს, ბრიტანელების 34%-ს, იტალიელების 46%-სა და ესპანელების 39%-ს.
გარდა ამისა, ფრანგების 35%, გერმანელების 41%, ბრიტანელების 43%, იტალიელების 53% და ესპანელების 47% მიიჩნევს, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანამ მათ თვალში აშშ-ის იმიჯი გააუარესა.
ყველა ქვეყანაში გამოკითხულთა ნახევარზე მეტის აზრით, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანამ მსოფლიო უსაფრთხოების დონე დასწია. ასე ფიქრობს ფრანგების 50%, გერმანელების 63%, ბრიტანელების 53%, ესპანელების 54% და იტალიელების 60%.
ყველა ქვეყანაში რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად ლტოლვილები უნდა მიიღოს, იმათზე მეტია, ვინც ფიქრობს, რომ ლტოლვილები ევროპის ქვეყნებმა უნდა მიიღონ: საფრანგეთში 63%-ის აზრით, ლტოლვილები შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს, 46% კი ფიქრობს, რომ ეს ევროპის ქვეყნებმა უნდა გააკეთონ. გერმანიაში ეს მაჩვენებლებია 73% 58%-ის წინააღმდეგ, დიდ ბრიტანეთში 75% − 67%-ის წინააღმდეგ, იტალიაში 82% − 73%-ის წინააღმდეგ, ესპანეთში 85% − 80%-ის წინააღმდეგ.
გამოკითხვაში 5.032 რესპონდენტი მონაწილეობდა. კერძოდ, საფრანგეთიდან 1.002 კაცი, გერმანიიდან – 1.011, დიდი ბრიტანეთიდან − 1.004, იტალიიდან – 1.007, ესპანეთიდან – 1.008 კაცი.
30 სექტემბერი 2021, 09:52
აგვისტოს დასაწყისში თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე შეტევა გაააქტიურეს და უკვე 15 აგვისტოს ქაბულში შევიდნენ. მეორე დღეს ომი დამთავრებულად გამოაცხადეს. ქაბულის აეროპორტიდან, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იცავდნენ, დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებისა და მათზე მომუშავე ავღანელების მასობრივი ევაკუაცია დაიწყო.
31 აგვისტოს ამერიკულმა ჯარებმა დატოვეს ქაბულის აეროპორტი, რითიც ავღანეთში აშშ-ის ოცწლიანი სამხედრო ყოფნა დასრულდა.
სექტემბრის დასაწყისში ავღანეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობა გამოცხადდა, რომელსაც სათავეში მოჰამად ჰასან ახუნდი ჩაუდგა − „თალიბანის“ პირველი მმართველობის პერიოდში მას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა და 2001 წლიდან გაეროს სანქციების სიაში ირიცხება.