დავით ბაგრატიონი და ირინა ბეგაშვილი რომანოვების ქორწილში – სამეფო ოჯახი ფოტოებს ავრცელებს

© Facebook / The Royal House of Georgiaდავით ბაგრატიონი და ირინა ბეგაშვილი
დავით ბაგრატიონი და ირინა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
ქორწილში, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიმართა, დავით ბაგრატიონი გიორგი რომანოვის მეჯვარე იყო.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს სამეფო სახლის მეთაური დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი მეუღლესთან, პრინცესა ირინასთან ერთად სანქტ-პეტერბურგში საიმპერატორო ქორწილს დაესწრო. ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ ფოტოს „ფეისბუქზე“ საქართველოს სამეფო სახლი ავრცელებს.
1 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში, წმინდა ისააკის საკათედრო ტაძარში სამეფო ჯვრისწერა შედგა და რუსეთის ტახტის მემკვიდრე, დიდი მთავარი გიორგი რომანოვი იტალიელ რებეკა ბეტარინიზე დაქორწინდა.
გიორგი რომანოვის მეჯვარე საქართველოს სამეფო სახლის მეთაური დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი იყო. დავით ბაგრატიონი გიორგი რომანოვის ბიძაშვილია. დავითის პაპა, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონი და გიორგის ბებია, ლეონიდა ბაგრატიონ-მუხრანელი და-ძმა იყვნენ.
გიორგი რომანოვების შთამომავალია დედის მხრიდან. დაიბადა ესპანეთის დედაქალაქში და ისტორიულ სამშობლოს პირველად 1992 წელს ეწვია. ბოლო ხუთი წელია ბევრ დროს ატარებს ქვეყანაში. ცხოვრობს მოსკოვში. გიორგი რომანოვის ძირითადი საქმიანობაა მის მიერ შექმნილი ფონდების განვითარება. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტებში.
რომანოვის ჯვრისწერა - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
რუსეთში რომანოვების დინასტიის თავადი, ბაგრატიონ-მუხრანელის შვილთაშვილი დაქორწინდა
რებეკა ბეტარინი იტალიელია, დაიბადა დიპლომატის ოჯახში. ბავშვობა საფრანგეთში გაატარა, შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა. რუსეთს და კერძოდ სანქტ-პეტერბურგს პირველად 2009 წელს ეწვია მამასთან ერთად. მართლმადიდებლობა ამავე ქალაქში 2020 წელს მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0