რუსეთში რომანოვების დინასტიის თავადი, ბაგრატიონ-მუხრანელის შვილთაშვილი დაქორწინდა

© photo: Sputnik / Alexander Galperin / გადასვლა მედიაბანკშირომანოვის ჯვრისწერა
რომანოვის ჯვრისწერა - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
თავადმა გიორგი რომანოვმა სანქტ-პეტერბურგში რებეკა ბეტარინიზე დაიწერა ჯვარი.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი, თავად გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ–მუხრანელის შვილთაშვილი დედის მხრიდან გიორგი მიხეილის ძე რომანოვი იტალიელ რებეკა ბეტარინიზე (მართლმადიდებლობაში ვიქტორია რომანის ასული) დაქორწინდა. ჯვრისწერა სანქტ-პეტერბურგში გაიმართა, იუწყება РИА Новости.
ახალდაქორწინებულებს ტაძრიდან გამოსვლისას საპატიო ყარაული და უამრავი მაყურებელი შეეგება. წყვილმა ყველას მადლობა გადაუხადა ასეთი თბილი დახვედრისთვის.
© photo: Sputnik / Александр Гальперин / გადასვლა მედიაბანკშირომანოვის ქორწინება
Венчание наследника династии Романовых в Санкт-Петербурге - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
რომანოვის ქორწინება
ამის შემდეგ წყვილი პეტრე–პავლეს ტაძარში წავიდა, სადაც რომანოვის წინაპრების საფლავები ყვავილებით შეამკო.
გიორგი რომანოვების შთამომავალია დედის მხრიდან. დაიბადა ესპანეთის დედაქალაქში და ისტორიულ სამშობლოს პირველად 1992 წელს ეწვია. ბოლო ხუთი წელია ბევრ დროს ატარებს ქვეყანაში. ცხოვრობს მოსკოვში. გიორგი რომანოვის ძირითადი საქმიანობაა მის მიერ შექმნილი ფონდების განვითარება. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტში.
© photo: Sputnik / Александр Гальперин / გადასვლა მედიაბანკშირომანოვის ქორწინება
Венчание наследника династии Романовых в Санкт-Петербурге - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
რომანოვის ქორწინება
რებეკა ბეტარინი იტალიელია, დაიბადა დიპლომატის ოჯახში. ბავშვობა საფრანგეთში გაატარა, შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა. რუსეთს და კერძოდ სანქტ-პეტერბურგს პირველად 2009 წელს ეწვია მამასთან ერთად. მართლმადიდებლობა ამავე ქალაქში 2020 წელს მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0