რომელ სახიფათო დაავადებებზე მეტყველებს სუნი პირის ღრუში: ექიმის განმარტება

© Pexels / Jefferson Palomiqueგოგონა გამოყოფილი ენით
გოგონა გამოყოფილი ენით - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. პირის ღრუში ცუდი სუნი სხვადასხვა დაავადებებზე მეტყველებს, რომელთაგან თითოეული იმსახურებს ყურადღებას და ექიმთან ვიზიტის მიზეზი უნდა გახდეს, აცხადებს გასტროენტეროლოგი სვეტლანა მაროვა.
სპეციალისტის თქმით, ჯანმრთელ ადამიანს, რომელიც ჰიგიენის ნორმებს იცავს, პირის ღრუში სუნი პრაქტიკულად არ აღენიშნება (მხოლოდ ძლივს შესამჩნევად). სუნი იცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი სპეციფიკური ჯგუფის პროდუქტებს მიირთმევს, თუმცა ეს მხოლოდ დროებით ხასიათს ატარებს და მალე ქრება.

„იმ შემთხვევაში კი, თუ შენიშნეთ, რომ პირის ღრუში ცუდი სუნი გიჩნდებათ და ამას ხანგრძლივი ხასიათი აქვს, ეს, შესაძლოა, დაავადების ნიშანი იყოს“, — განმარტავს ექიმი.

გასტროენტეროლოგის განმარტებით, შეიძლება გამოიყოს პირის ღრუში ცუდი სუნის ორი ძირითადი მიზეზი — ინფექციები და ნივთიერებათა ცვლის ან შინაგანი ორგანოების ფუნქციების დარღვევა.
პაციენტი სტომატოლოგთან - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
რა საშიშ დაავადებებს გვამცნობს კბილის ტკივილი: ექიმის განმარტება
„პირში სუნის გაჩენას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. პირველი — ეს კბილების, ღრძილების, თავად კბილის პულპის მთლიანობის დარღვევაა“, — აცხადებს ექიმი.
გარდა ამისა, სუნი პირის ღრუში შეიძლება ასევე მიანიშნებდეს:
სინუსიტზე ან ტონზილიტზე;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებზე, განსაკუთრებით, გასტროეზოფაგურ რეფლუქსზე, რომელსაც ახასიათებს გულძმარვა, საყლაპავი რეფლექსის დარღვევა და ხმის იოგების დაზიანებაც კი;
შაქრიან დიაბეტზე — აცეტონის სუნის შემთხვევაში;
ღვიძლის უკმარისობაზე;
თირკმლის უკმარისობაზე.
ამასთან ექიმი აღნიშნავს, რომ პირის ღრუში უსამოვნო სუნს აჩენს თამბაქოს მოწევაც, ვინაიდან კუპრისა და წვის პროდუქტების დალექვა სანერწყვე ჯირკვლების აქტიურობას ცვლის. ნერწყვი კი, რომელსაც ანტისეპტიკური ეფექტი აქვს, თავის მხრივ ბაქტერიების გავრცელებას უშლის ხელს.
ყველა ახალი ამბავი
0