რა საშიშ დაავადებებს გვამცნობს კბილის ტკივილი: ექიმის განმარტება

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიპაციენტი სტომატოლოგთან
პაციენტი სტომატოლოგთან - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
როგორც ირკვევა, კბილის ტკივილი თუ უსიამოვნო შეგრძნება შეიძლება საერთოდაც არაფერ კავშირში არ იყოს უშუალოდ კბილებთან.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. კბილების დისკომფორტი ან ტკივილი შეიძლება სხვადასხვა სერიოზულ დაავადებას გვამცნობდეს, აცხადებს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სტომატოლოგი ოლეგ იანუშევიჩი.

მისი თქმით, კბილებში დისკომფორტი შეიძლება ჰაიმორიტის ბრალი იყოს.

„ეს იმის გამო ხდება, რომ კბილები ძალიან ახლოსაა განლაგებული ჰაიმორის ღრუებთან. და თუ ჰაიმორიტი ჩნდება, ამას შეუძლია უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს კბილებში“, — განმარტა სტომატოლოგმა.
გულის შეტევის სიმპტომები ქალებში - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
ინფარქტის სიმპტომი, რომელსაც ყურადღებას არ აქცევენ: ექიმი გაფრთხილებთ

გარდა ამისა, ზედა ყბის დისკომფორტი ასევე შეიძლება იყო ონკოლოგიური დაავადებების მაცნე. სპეციალისტის თქმით, ზოგჯერ ჰაიმორის ღრუებში უსიამოვნო შეგრძნება ორგანიზმში სიმსივნური პროცესის დაწყებითაა გამოწვეული.

ამასთან, როგორც იანუშევიჩი ამბობს, ამინდისა და ატმოსფერული წნევის ცვლილებები, ასევე ანომალიური ტემპერატურები არანაირად არ უნდა ისახებოდეს კბილებში შეგრძნებებზე. ერთადერთი, რაც შეიძლება ხდებოდეს, ეს ცივ ამინდში პირის ღრუს ზოგი დაავადების სიმპტომების გაძლიერებაა.

  • „მაგალითად, მწვავე და ქრონიკული პულპიტისას ცივი ჰაერის ჩასუნთქვა ზოგჯერ ტკივილის პროვოცირებას ახდენს. მაგრამ ეს თავად დაავადებაზე კი არ ზემოქმედებს, არამედ უბრალოდ აძლიერებს სიმპტომის ძალას“, — ამბობს ექიმი.

მანამდე გამოცემა Express თერაპევტ ალკა პატელზე დაყრდნობით წერდა, რომ კბილის ტკივილი შეიძლება მოსალოდნელ გულის შეტევაზე მიანიშნებდეს.

ყველა ახალი ამბავი
0