https://sputnik-georgia.com/20211004/sasamartlo-elguja-comaias-saqmis-ganxilvas-iwyebs-260184006.html
სასამართლო ელგუჯა ცომაიას საქმის განხილვას იწყებს
სასამართლო ელგუჯა ცომაიას საქმის განხილვას იწყებს
Sputnik საქართველო
ძებნილი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მფარველობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულს ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 04.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-04T10:00+0400
2021-10-04T10:00+0400
2021-10-04T14:29+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1e/250207784_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_96994ddd816a6dbd0c55d2a39e66989d.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო ორშაბათს განიხილავს ელგუჯა ცომაიას საქმეს, რომელიც არის იმ ბინის მფლობელი, რომელშიც საქართველოში ძებნილი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარასკევს დააკავეს.პოლიციამ ცომაია იმის გამო დააკავა, რომ მან საქართველოში ძებნილ სააკაშვილს საკუთარი ბინა დაუთმო. სასამართლომ ელგუჯა ცომაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.მას ბრალდება სსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„სასამართლო სხდომა, სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება. ადვოკატები ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ“, – იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.ცომაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელიც ასევე არის სააკაშვილის უფლებადამცველი, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში „დამნაშავის მფარველობის“ მუხლი არ არსებობს, „დანაშაულის დაფარვის“ მუხლი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირად არ ეხება.სააკაშვილი საქართველოში პარასკევს, 1 ოქტომბერს ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20211004/zalkaliani-saakasvilma-sesazloa-ukrainis-kanonmdeblobac-daarrvia-260183215.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1e/250207784_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_dd03cbc5d00851031753b07dfc53ed61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
სასამართლო ელგუჯა ცომაიას საქმის განხილვას იწყებს
10:00 04.10.2021 (განახლებულია: 14:29 04.10.2021) ძებნილი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მფარველობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულს ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო ორშაბათს განიხილავს ელგუჯა ცომაიას საქმეს, რომელიც არის იმ ბინის მფლობელი, რომელშიც საქართველოში ძებნილი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარასკევს დააკავეს.
პოლიციამ ცომაია იმის გამო დააკავა, რომ მან საქართველოში ძებნილ სააკაშვილს საკუთარი ბინა დაუთმო. სასამართლომ ელგუჯა ცომაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.
მას ბრალდება სსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სასამართლო სხდომა, სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება. ადვოკატები ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ“, – იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ცომაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელიც ასევე არის სააკაშვილის უფლებადამცველი, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში „დამნაშავის მფარველობის“ მუხლი არ არსებობს, „დანაშაულის დაფარვის“ მუხლი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირად არ ეხება.
სააკაშვილი საქართველოში პარასკევს, 1 ოქტომბერს ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.