https://sputnik-georgia.com/20211004/nika-gavaramia-ra-semtxvevasi-sewyvets-saakasvili-simsilobas-260214658.html
ნიკა გვარამია: რა შემთხვევაში შეწყვეტს სააკაშვილი შიმშილობას
ნიკა გვარამია: რა შემთხვევაში შეწყვეტს სააკაშვილი შიმშილობას
Sputnik საქართველო
სააკაშვილი შიმშილობას მხოლოდ გათავისუფლების შემთხვევაში შეწყვეტს. 04.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-04T18:51+0400
2021-10-04T18:51+0400
2021-10-05T10:58+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260208366_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_a40123a67b8284bdff3d952f15ff75e6.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის გაგრძელებას მის გათავისუფლებამდე ან გარდაცვალებამდე აპირებს, განაცხადა მისმა თანამოაზრემ და ადვოკატმა, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ციხეში მისი მონახულების შემდეგ.გვარამიას თქმით, სააკაშვილი არის ძალიან მხნედ, არის ძალიან კარგ ხასიათზე და დარწმუნებულია თავისი გადაწყვეტილების სისწორეში როგორც საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, ასევე შიმშილობასთან დაკავშირებით, რომელსაც იგი აგრძელებს.ნიკა გვარამიამ წაიკითხა მიხეილ სააკაშვილი მიმართვაც.სააკაშვილის თქმით, ის დაბრუნდა საქართველოში, რათა დაეხმაროს ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიის აღდგენის საქმეში.ის აცხადებს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეწყვეტს დაწყებულ შიმშილობას.მისი თქმით, ის მზად არის თავგანწირვისთვის.„თუ ჩემი არსებობით მეტს ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც“, – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.მისი თქმით, მან ექიმების ჩარევაზეც უარი განაცხადა.მიმართვის ბოლოს ის თავის მხარდამჭერებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.„გწერთ იმიტომ, რომ გააქტიურდეთ და იბრძოლოთ. ძალიან მიყვარხართ ყველანი“, – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.გვარამიას თქმით, ასეთი მიმართვის შემდეგ ის ვერ დაიწყებდა მის გადარწმუნებას და შიმშილობის შეწყვეტაზე საუბარს.გვარამიას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ექს-პრეზიდენტს, რომელსაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ქართველი ოპოზიციონერების მკვლელობას გეგმავდნენ, რათა არეულობის პროვოცირება მოეწყოთ და ამაში ქვეყნის ხელისუფლება დაედანაშაულებინათ.
https://sputnik-georgia.com/20211004/saakashvilis-megobari-qali-mimartvas-avrcelebs-260213146.html
https://sputnik-georgia.com/20211004/ukrainis-konsulma-saakasvili-moinaxula-260212216.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260208366_1:0:1280:959_1920x0_80_0_0_2e854c7c3e59dbfd2e086139c05bfc5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ნიკა გვარამია: რა შემთხვევაში შეწყვეტს სააკაშვილი შიმშილობას
18:51 04.10.2021 (განახლებულია: 10:58 05.10.2021) სააკაშვილი შიმშილობას მხოლოდ გათავისუფლების შემთხვევაში შეწყვეტს.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის გაგრძელებას მის გათავისუფლებამდე ან გარდაცვალებამდე აპირებს, განაცხადა მისმა თანამოაზრემ და ადვოკატმა, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ციხეში მისი მონახულების შემდეგ.
გვარამიას თქმით, სააკაშვილი არის ძალიან მხნედ, არის ძალიან კარგ ხასიათზე და დარწმუნებულია თავისი გადაწყვეტილების სისწორეში როგორც საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, ასევე შიმშილობასთან დაკავშირებით, რომელსაც იგი აგრძელებს.
ნიკა გვარამიამ წაიკითხა მიხეილ სააკაშვილი მიმართვაც.
სააკაშვილის თქმით, ის დაბრუნდა საქართველოში, რათა დაეხმაროს ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიის აღდგენის საქმეში.
ის აცხადებს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეწყვეტს დაწყებულ შიმშილობას.
„არ შევწყვეტ შიმშილობას არც ერთ შემთხვევაში, სანამ მე და ჩემს გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებული. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში“, – აცხადებს სააკაშვილი.
მისი თქმით, ის მზად არის თავგანწირვისთვის.
„თუ ჩემი არსებობით მეტს ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც“, – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.
მისი თქმით, მან ექიმების ჩარევაზეც უარი განაცხადა.
„უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე ჩემს უგონოდ ყოფნის შემთხვევაში რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევაზე“, – წერს სააკაშვილი.
მიმართვის ბოლოს ის თავის მხარდამჭერებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
„გწერთ იმიტომ, რომ გააქტიურდეთ და იბრძოლოთ. ძალიან მიყვარხართ ყველანი“, – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.
გვარამიას თქმით, ასეთი მიმართვის შემდეგ ის ვერ დაიწყებდა მის გადარწმუნებას და შიმშილობის შეწყვეტაზე საუბარს.
გვარამიას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ექს-პრეზიდენტს, რომელსაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ქართველი ოპოზიციონერების მკვლელობას გეგმავდნენ, რათა არეულობის პროვოცირება მოეწყოთ და ამაში ქვეყნის ხელისუფლება დაედანაშაულებინათ.