ზარი დაირეკა: მოსწავლეები სკოლის მერხებს დაუბრუნდნენ

© photo: Sputnik / სკოლა
სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
ამ დროისათვის სკოლების ადმინისტრაციების თანამშრომლებისა და პედაგოგების 67%-ია ვაქცინირებული.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ორშაბათიდან, 4 ოქტომბრიდან საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.
საქართველოში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, თუმცა, რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სწავლების პროცესი ონლაინ–რეჟიმში მიმდინარეობდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისათვის სკოლების ადმინისტრაციების თანამშრომლებისა და პედაგოგების 67%-ია ვაქცინირებული.
„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია სკოლებში მკაცრად იქნება დაცული, რაც უზრუნველყოფს ვირუსის პროფილაქტიკასა და ხარისხიანი განათლებისადმი წვდომას. სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არა მარტო დაასრულა სახელმწიფო სკოლების აღჭურვა ჰიგიენის საგნებით, არამედ დაასრულა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამასთან, სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკ-ჯგუფის მასწავლებლები, სურვილის შემთხვევაში, შეძლებენ გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.
სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად განხორციელდება, აღნიშნავენ უწყებაში.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური