„კორტების საქმის“ ორი მსჯავრდებული რუსთავის ციხეში სააკაშვილთან ერთად შიმშილობას იწყებს

© AFP 2024 / SERGEI SUPINSKYმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
„კორტების საქმეზე“ მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე მიხეილ სააკაშვილთან ერთად შიმშილობას აანონსებენ.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. „კორტების საქმეზე“ პატიმრობაში მყოფი კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკი გიორგი ცააძე მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და მასთან ერთად შიმშილობას იწყებენ.
თბილისის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
„კორტების საქმე“: მოკლულის ოჯახი სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებს
„კორტების საქმეზე“ ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.
ფირცხალავა, რომელიც სასჯელს ასევე რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, „მთავარ არხთან“ სატელეფონო საუბრისას აღნიშნავს, რომ მათთვის დიდი პატივია – იყვნენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან ერთად.

„საქართველო არ იმსახურებს იმას, რომ ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც კრიმინალებს უდგამს ძეგლს, ხოლო კანონიერ ქურდ ლავასოღლის ხსნის ბორკილებს, ესკორტით აცილებს ევროპაში და იმავე ბორკილებს ადებს თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელ პრეზიდენტს", – თქვა ფირცხალვამ.

მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა სამშობლოში. ქვეყნის ექს-პრეზიდენტი პოლიციამ 1 ოქტომბერს თბილისში დააკავა. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
რაც შეეხება „კორტების საქმეს“, 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში ზურა ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი ჩაცხრილეს, მათთან ერთად მყოფი ერთი ახალგაზრდა კი დაიჭრა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ „ყაჩაღური ჯგუფის“ წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ამ ვერსიას ვაზაგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა უნდობლობა გამოუცხადეს და „დამნაშავე“ სამართალდამცველთა დასჯა მოითხოვეს.
ვაზაგაშვილის ოჯახმა ქართულ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგმა სარჩელი წარმოებაში 2007 წლის ბოლოს მიიღო. საქმის ხელახალი გამოძიება ქართულმა მხარემ 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. ზურა ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი, რომელიც თითქმის ცხრა წელი იბრძოდა სიმართლის დასადგენად, 2015 წლის 20 იანვარს მისი შვილის საფლავზე ააფეთქეს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იური ვაზაგაშვილი ხელისუფლებას გამოძიებაში პროგრესის ნაკლებობის გამო აკრიტიკებდა. იური ვაზაგაშვილი ირწმუნებოდა, რომ ყველა მტკიცებულება არსებობს იმის ნათელსაყოფად, რომ კორტების სპეცოპერაცია განზრახ მკვლელობა იყო.
მოგვიანებით ახალი ხელისუფლების მთავარმა პროკურატურამ უარყო მანამდე გავრცელებული ოფიციალური ვერსია, რომ კორტების სპეცოპერაციისას მოკლული და დაჭრილი ახალგაზრდები ყაჩაღური ჯგუფის წევრები იყვნენ. გამოძიების ინფორმაციით, სპეცოპერაცია კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ დაგეგმა, რათა, ერთი მხრივ, შური ეძია 2006 წლის აპრილში ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დაკავებული მისი ძმის გამო, რომელიც ამ დანაშაულში საშა ხუბულოვმა ამხილა, ხოლო მეორე მხრივ, „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის“ ფარგლებში „დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცველების იმიჯი დაემკვიდრებინა“.
2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა. კიდევ ერთი ყოფილი პოლიციელის მიმართ კი, რომელიც საქართველოდან წასული იყო, ბრალდების დადგენილება იქნა გამოტანილი.
ყველა ახალი ამბავი
0