Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ირმა ინაშვილი – ხელისუფლების „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადაბარების პროცესი დაწყებულია

© Sputnik / Vladimir Umikashviliირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
ირმა ინაშვილის აზრით, „ქართული ოცნება“ არჩევნებს მუდმივად აყალბებს, რათა ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ გადააბაროს და მიხეილ სააკაშვილის დაკავებაც ამ პოლიტიკური გეგმის ნაწილია.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. ხელისუფლების „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადაბარების პროცესი დაწყებულია, ეს მმართველ გუნდს ჯერ კიდევ 2018 წელს ჰქონდა ჩაფიქრებული, განაცხადა პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
ინაშვილი განმარტავს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების გადაბარების გეგმის განხორციელებას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც აპირებდა, მაგრამ „პატრიოტთა ალიანსის“ ჩართულობით მთავრობას ამის საშუალება არ მიეცა.

„ამ დღიდან მოყოლებული, ჩვენ გამალებით გვებრძვის „ქართული ოცნება“ და მუდმივად გვიყალბებს შედეგებს. ყველას ესმის, რომ წარმოუდგენელია, ჩვენს პარტიას ჰქონდეს 1,5 პროცენტი. ჩვენ წლებია მუდმივად ვამხელთ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გაცოცხლებასა და საბოლოო ჯამში ხელისუფლების გადაბარებაში“, – აღნიშნა ინაშვილმა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას აღნიშნულ პოლიტიკურ გეგმას უკავშირებს და დარწმუნებით აცხადებს, რომ ის საპატიმროს ვადაზე ადრე, უახლოეს რამდენიმე კვირაში დატოვებს.
„გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი“ - თაკო ჩარკვიანი ხელმოწერებს აგროვებს>>
„ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ექვსი წელი იჯდება ციხეში. მე მინდა ყველამ დაიმახსოვროს, არ გავა ექვსი კვირა და მიხეილ სააკაშვილს გამოუშვებენ ციხიდან. ივანიშვილიც მაქსიმუმ 6-8 თვეში სრულად გადააბარებს ხელისუფლებას. ჩვენ არ შევეგუებით ამ ყველაფერს და აქტიურად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ინაშვილმა.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ხმების დათვლა - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
არჩევნები 2021
არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა – დათვლილია უბნების 100 პროცენტი
სააკაშვილი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0