„გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი“ – თაკო ჩარკვიანი ხელმოწერებს აგროვებს

© AFP 2024 / JANEK SKARZYNSKIმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
თაკო ჩარკვიანმა ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების მომხრეთა მოძრაობა ჩამოაყალიბა, რომელშიც 104 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.
ჩარკვიანის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს ეკუთვნით.

„ხელისუფლებავ, თქვენ იცით, რომ ჩემი შეჩერება შეუძლებელია, როცა საქმე სახელმწიფო ანექსიას ეხება. გამოუშვით ციხიდან მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ამასთან, პოლიტიკოსმა დღეს, 15:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დააანონსა – აქციის მონაწილეები თბილისიდან ავტომსვლელობით რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივლენ, სადაც ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
წულუკიანი: სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე საუბარი არის სამართლებრივი უაზრობა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, გლდანი–ნაძალადევის რაიონში პარასკევს, 1 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0