მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იაპონიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიიაპონიის დროშა
იაპონიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
იაპონიამ ქვეყნის რიგით მე-100 პრემიერ-მინისტრი აირჩია.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. იაპონიის ქვედა პალატამ ხმათა უმრავლესობით აირჩია ახალი პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან.
ფუმიო კისიდა, რომელიც მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, იაპონიის რიგით მე-100 პრემიერ-მინისტრი გახდა.
იაპონიაში პრემიერი პარტიების მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ირჩევა. თითოეული პოლიტიკური მოძრაობა, როგორც წესი, საკუთარ ლიდერს წარადგენს ხოლმე. გამომდინარე იქიდან, რომ მმართველი პარტია მანდატების ნახევარზე მეტს ფლობს, კისიდას არჩევა პროგნოზირებადი იყო.
აღსანიშნავია, რომ ქვედა პალატაში არჩევნების დასრულებიდან ნახევარი საათის შემდეგ კენჭისყრა პარლამენტის ზედა პალატაშიც გაიმართა, სადაც ასევე კისიდას მისცეს ხმა. თუმცა, ზედა პალატაში გამარჯვება სხვა კანდიდატს რომც რგებოდა, კანონის თანახმად, უპირატესობა ქვედა პალატას ენიჭება და, შესაბამისად, სწორედ იქ მიღებული გადაწყვეტილებაა განმსაზღვრელი.
იგორ კოროტჩენკო - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
სადავო კუნძულები: რუსი ექსპერტი იაპონიას რუსეთის კონსტიტუციის წაკითხვას ურჩევს
იაპონიის ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დღის განმავლობაში გამოცხადდება.
ცნობილი ხდება, რომ კისიდას უკვე შერჩეული ჰყავს მინისტრობის კანდიდატები. მთავრობის 20 წევრიდან 13 მინისტრი პირველად გახდება. დებიუტანტებიდან ერთ-ერთი 77 წლისაა, თუმცა ასაკი თანამდებობის დაკავებაში ხელს არ უშლის. ხოლო ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი 44 წლისაა.
ყველა ახალი ამბავი
0