ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროპარლამენტის შენობა
ევროპარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები უსაფუძვლოა, მიაჩნიათ ევროპარლამენტის დეპუტატებს.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი (ECR) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ექს-პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს ბრალი მოუხსნას და საპატიმროდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს, ნათქვამია ECR-ის განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, სანზონაში პარასკევს, 1 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა.

„სააკაშვილს სამშობლოში დაბრუნების სრული უფლება ჰქონდა. მმართველი პარტიის მხრიდან მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა. ქართველ ხალხს სრული უფლება აქვს თავად აირჩიოს მისი ლიდერები. პოლიტიკოსებმა საკითხებზე დებატები თავისუფლად უნდა შეძლონ და არა ციხიდან წერილებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტის დეპუტატების თქმით, სააკაშვილს აქვს შთამბეჭდავი მიღწევები, როგორც საქართველოს რეფორმატორს, რომელმაც ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე დააყენა. სააკაშვილის ქმედებებმა პოსტსაბჭოთა საქართველოში პირველად გახადა შესაძლებელი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან ორი აქცია დაიგეგმა
ევროპელი პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან იმაში, რომ პოლიტიკური რევანშიზმი არ არის ის გზა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იაროს, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სააკაშვილის მთავრობის სხვა ოფიციალური პირების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების შემდეგ, რომლითაც მათ წინააღმდეგ საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულად აღიარეს.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0