სააკაშვილის ძმა: მიშას დიდი ხანია სურდა საქართველოში დაბრუნება

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია ციხესთან
აქცია ციხესთან - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
ამ დროისათვის რუსთავის ციხესთან მრავალრიცხოვანი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მიშას დიდი ხანია სურდა საქართველოში დაბრუნება, განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ დავით სააკაშვილმა რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ აქციაზე.
რუსთავის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ამ წუთებში მისი მხარდამჭერი აქცია ტარდება.
ექს-პრეზიდენტის ძმის თქმით, სააკაშვილმა, ისევე, როგორც მისმა გარემოცვამ, კარგად იცოდა, რომ მას საქართველოში დააპატიმრებდნენ, თუმცა ეს ნაბიჯი მაინც გადადგა.
„მიშა ყველაფრისთვის მზადაა. ახლა წყდება საქართველოს ბედი“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
„კორტების საქმის“ ორი მსჯავრდებული რუსთავის ციხეში სააკაშვილთან ერთად შიმშილობას იწყებს
რაც შეეხება იმას, თუ როგორ ჩამოაღწია სააკაშვილმა საქართველომდე, დავით სააკაშვილის თქმით, ამ თემაზე ექს-პრეზიდენტი მოგვიანებით თავად ისაუბრებს.
„მან გაიარა იგივე გზა, რასაც ჩვენ გავდივართ ჩვეულებრივად. ამის შესახებ იგი სხვა დროს თავად მოყვება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
იგი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც „ქართველ ხალხს სურს“. მიხეილ სააკაშვილს გათვლა არაფერზე ჰქონია, მას უბრალოდ უყვარს თავისი სამშობლო, დასძინა მან.
ამ დროისათვის რუსთავის ციხესთან მრავალრიცხოვანი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
ყველა ახალი ამბავი
0