https://sputnik-georgia.com/20211003/wvrilman-xulignobis-braldebit-zviad-kuprava-daakaves-260154830.html
გლდანის საარჩევნო უბანზე ზვიად კუპრავა დააკავეს
გლდანის საარჩევნო უბანზე ზვიად კუპრავა დააკავეს
Sputnik საქართველო
სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზვიად კუპრავა თბილისის 52-ე საარჩევნო უბანთან დააკავეს. 03.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-03T00:58+0400
2021-10-03T00:58+0400
2021-10-03T01:22+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24081/69/240816998_0:216:2304:1512_1920x0_80_0_0_a2cd1dcbbfcf689a7f539585208072b0.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს.კუპრავა გლდანის 52-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც აცხადებდა, რომ ბიულეტენები კომისიის თავმჯდომარეს თავის ოთახში დამალული ჰქონდა და იქედან გამოიტანა. აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება, რის შედეგადაც კუპრავა სამართალდამცველებმა დააკავეს.კომისიის წევრებმა კუპრავას ბრალდება უარყვეს და აღნიშნეს, რომ საარჩევნო უბანზე მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადე, ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედება ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერების კანდიდატებს მისცა ხმა. საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.ცესკომ შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა უკვე დაიწყო. გამოქვეყნებულია ეგზიტპოლების შედეგები. ტელეარხ „ფორმულას“ დაკვეთით ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, 20:00 საათის ეგზიტპოლების მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისში მოაგროვა 41%, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 31%.
https://sputnik-georgia.com/20211002/nika-melia-qartulma-ocnebam-waago-tbilisi-260147647.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24081/69/240816998_0:0:2304:1728_1920x0_80_0_0_bc70073d1501e3e2f49bb53832118202.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
გლდანის საარჩევნო უბანზე ზვიად კუპრავა დააკავეს
00:58 03.10.2021 (განახლებულია: 01:22 03.10.2021) სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზვიად კუპრავა თბილისის 52-ე საარჩევნო უბანთან დააკავეს.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს.
კუპრავა გლდანის 52-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც აცხადებდა, რომ ბიულეტენები კომისიის თავმჯდომარეს თავის ოთახში დამალული ჰქონდა და იქედან გამოიტანა. აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება, რის შედეგადაც კუპრავა სამართალდამცველებმა დააკავეს.
კომისიის წევრებმა კუპრავას ბრალდება უარყვეს და აღნიშნეს, რომ საარჩევნო უბანზე მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადე, ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედება ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერების კანდიდატებს მისცა ხმა. საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ცესკომ შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა უკვე დაიწყო. გამოქვეყნებულია ეგზიტპოლების შედეგები. ტელეარხ „ფორმულას“ დაკვეთით ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, 20:00 საათის ეგზიტპოლების მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისში მოაგროვა 41%, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 31%.