https://sputnik-georgia.com/20211002/nika-melia-qartulma-ocnebam-waago-tbilisi-260147647.html
ნიკა მელია: „ქართულმა ოცნებამ“ წააგო თბილისი...
ნიკა მელია: „ქართულმა ოცნებამ“ წააგო თბილისი...
Sputnik საქართველო
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. დაიწყო ხმების დათვლის პროცედურა 02.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-02T20:46+0400
2021-10-02T20:46+0400
2021-10-03T01:23+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260123382_0:0:2400:1350_1920x0_80_0_0_1cc767fd1d5581ab957aa708354a9aee.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ძალიან დიდი მადლობა თბილისის მოსახლეობას აქტიურობისთვის და თანადგომისთვის, განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ.როგორც მელიამ აღნიშნა, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია.20:00 საათზე გახდა ცნობილი ეგზიტპოლების შედეგები. ამერიკული კომპანია GORBI–ს ეგზიტპოლებით, თბილისის მერის არჩევნებზე მმართველი პარტიის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა კახა კალაძემ მოიპოვა 51,3%, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ - 34,6%. კომპანია Edison Research-ის ეგზიტპოლებით, კალაძემ აიღო 43%, ხოლო ნიკა მელიამ - 39%. ხოლოო ფრანგული კომპანია IPSOS-ის ეგზიტპოლებით, ნიკა მელიამ აიღო 40,8%, ხოლო კალაძემ - 40,2%. კომპანია IPSOS-ის მონაცემებითვე, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას 40,8% აქვს.საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერების კანდიდატებს მისცა ხმა. პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
https://sputnik-georgia.com/20211002/tv-formula-----46---33-260147149.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260123382_267:0:2400:1600_1920x0_80_0_0_97077fdf1ffc3bba0f651f8e770cfbb6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ნიკა მელია: „ქართულმა ოცნებამ“ წააგო თბილისი...
20:46 02.10.2021 (განახლებულია: 01:23 03.10.2021) საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. დაიწყო ხმების დათვლის პროცედურა
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ძალიან დიდი მადლობა თბილისის მოსახლეობას აქტიურობისთვის და თანადგომისთვის, განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ.
როგორც მელიამ აღნიშნა, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია.
„ჩვენ თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წააგო თბილისი. საკრებულო დაკომპლექტებული იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ. რაც შეეხება მერის არჩევნებს, აქ გაიმართება მეორე ტური. ახლა მთავარია დავიცვათ თითოეული ხმა“, - განაცხადა მელიამ.
20:00 საათზე გახდა ცნობილი ეგზიტპოლების შედეგები. ამერიკული კომპანია GORBI–ს ეგზიტპოლებით, თბილისის მერის არჩევნებზე მმართველი პარტიის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა კახა კალაძემ მოიპოვა 51,3%, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ - 34,6%. კომპანია Edison Research-ის ეგზიტპოლებით, კალაძემ აიღო 43%, ხოლო ნიკა მელიამ - 39%. ხოლოო ფრანგული კომპანია IPSOS-ის ეგზიტპოლებით, ნიკა მელიამ აიღო 40,8%, ხოლო კალაძემ - 40,2%. კომპანია IPSOS-ის მონაცემებითვე, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას 40,8% აქვს.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერების კანდიდატებს მისცა ხმა. პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.