„სიმპსონებმა“ დემნა გვასალიასა და Balenciaga-ს სპეცსერია უძღვნეს - ვიდეო

© courtesy of Demna Gvasaliaდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
გამოწერა
მოდების სახლმა მომავალი წლის კოლექცია საკულტო მულტსერიალით წარმოადგინა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. მოდების სახლმა Balenciaga-მ 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა და ეს საკულტო მულტსერიალ „სიმპსონების“ ათწუთიანი სპეცსერიით გააკეთა.
სერიის სიუჟეტი იწყება იმით, რომ მთავარი გმირი გომერი მეუღლისთვის დაბადების დღის საჩუქარს არჩევს. მან მარჯისთვის ფრანგული ბრენდის კაბის ჩუქება გადაწყვიტა, რაშიც, როგორც ეგონა, საკმაოდ იაფი, 88 დოლარი გადაიხადა. თუმცა საბოლოოდ გააარკვია, რომ კაბა რეალურად 19 ათასი ევრო ღირდა და მოდების სახლის ხელმძღვანელობამ ის მხოლოდ 30 წუთით ათხოვა გომერს — გადახდილი თანხის შესაბამისად.
ამის შემდეგ გომერი და ახალ კაბაში გამოწყობილი მარჯი სასეირნოდ მიდიან ქალაქში, რა დროსაც გომერი ათასგვარი ხერხით ცდილობს ძვირფასი „იჯარის“ დაზიანებისგან დაცვას. სეირნობის შემდეგ მარჯი სამადლობელ წერილს სწერს „ბალენსიაგას“, რომელმაც ისე შეძრა მოდების სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია, რომ სიმპსონები პარიზის ჩვენებაზე მიიწვია და ახალი დეფილეს ყურაღების ცენტრად აქცია.
სალომე ზურაბიშვილმა დემნა გვასალია დააჯილდოვა - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
საქართველოს პრეზიდენტმა მოდის დიზაინერი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა
უფრო მეტიც, სერიის ბოლო ეპიზოდში, სიმპსონებით მოხიბლული გვასალია გომერს ასწავლის, როგორ უნდა აკოცოს მეუღლეს.
დემნა გვასალიას გარდა ეპიზოდში წარმოდგენილები არიან სხვა ცნობილი ადამიანებიც — ნაომი კემპბელი, ანა ვინტური, კარდი ბი, Offset, ლუის ჰემილტონი და ელიოტ პეიჯი.
ყველა ახალი ამბავი
0