https://sputnik-georgia.com/20211003/salome-zurabisvilma-catarebuli-arcevnebi-seafasa-260175205.html
სალომე ზურაბიშვილმა ჩატარებული არჩევნები შეაფასა
სალომე ზურაბიშვილმა ჩატარებული არჩევნები შეაფასა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნაში ცვლილებების ერთადერთ გზას არჩევნები წარმოადგენს 03.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-03T18:55+0400
2021-10-03T18:55+0400
2021-10-03T18:55+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260128772_0:0:2400:1350_1920x0_80_0_0_ed33d2c3234e26461aa67b98787e6eb1.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. არსებული რთული პოლიტიკური და პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, სამართლიან, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან გარემოში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღევანდელი არჩევნები ხვალინდელი დღის განმსაზღვრელია.სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არჩევნები ასევე გამორჩეული იყო პატარა პარტიების მონაწილეობის სიმრავლით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური გარემოს მრავალფეროვნებისთვის.მისი თქმით, ასევე აღსანიშნავია უსაფრთხო საარჩევნო პროცესი. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად არჩევნები ჩატარდა უსაფრთხო გარემოში, საარჩევნო უბნებთან იყო მოქალაქეების მოწესრიგებული რიგები, კოვიდ-რეგულაციები იყო დაცული.საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებასაც შეეხო და გაიზიარა მათი თვალსაზრისი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადგილობრივი არჩევნების მთავარი თემა არ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები.სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც ამ ქვეყნის ქალი პრეზიდენტი ისურვებდა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი.
https://sputnik-georgia.com/20211003/saqartvelosi-arcevnebma-tavisufal-da-konkurentul-garemosi-gaimarta-eutos-misiis-sefaseba-260171505.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260128772_223:0:2356:1600_1920x0_80_0_0_01230d7fd039b86192a70d05e07681ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
სალომე ზურაბიშვილმა ჩატარებული არჩევნები შეაფასა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნაში ცვლილებების ერთადერთ გზას არჩევნები წარმოადგენს
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. არსებული რთული პოლიტიკური და პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, სამართლიან, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან გარემოში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა
ვიდეომიმართვაში.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღევანდელი არჩევნები ხვალინდელი დღის განმსაზღვრელია.
„მნიშვნელოვანი იყო ამომრჩეველთა აქტივობა. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღევანდელი დღე დემოკრატიისა და სტაბილიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია... ქართველმა ხალხმა გუშინ არჩევნებში თავისი მონაწილეობით აჩვენა, რომ მისი არჩევანი არის მშვიდობა, სტაბილურობა და არა არეულობა, არა დაპირისპირება, არა ძალადობა და პოლარიზაცია. თუ რამე ცვლილებებია საჭირო, სწორედ ამისთვის არსებობს ეს გზა – არჩევნების გზა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არჩევნები ასევე გამორჩეული იყო პატარა პარტიების მონაწილეობის სიმრავლით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური გარემოს მრავალფეროვნებისთვის.
მისი თქმით, ასევე აღსანიშნავია უსაფრთხო საარჩევნო პროცესი. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად არჩევნები ჩატარდა უსაფრთხო გარემოში, საარჩევნო უბნებთან იყო მოქალაქეების მოწესრიგებული რიგები, კოვიდ-რეგულაციები იყო დაცული.
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებასაც შეეხო და გაიზიარა მათი თვალსაზრისი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადგილობრივი არჩევნების მთავარი თემა არ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები.
„მე ვიმედოვნებ, რომ მეორე ტურისთვის ეს საკითხი ბევრად უფრო წინ წამოწეული იქნება, რამეთუ ამომრჩევლები თავიანთ ადგილობრივ მომავალს წყვეტენ ამ კუთხით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც ამ ქვეყნის ქალი პრეზიდენტი ისურვებდა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი.