Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

სად შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური

© photo: Sputnik / Stringerხმების დათვლა
ხმების დათვლა - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
გამოწერა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 64–დან 44 მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერების არჩევნების მეორე ტური 64-დან 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება.
მარობის კანდიდატებმა არჩევნებზე ხმათა 50%–ზე მეტი უნდა დააგროვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინიშნება მეორე ტური.
ჯერჯერობით მერობისათვის ბრძოლა მეორე ტურში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ჯანდიდატებს დედაქალაქის გარდა მოუწევთ ასევე თელავში, რუსთავში, ქარელში, ხაშურში, ცაგერში, წყალტუბოში, ქუთაისში , ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, მარტვილიში, ხობში წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ფოთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, თიანეთში, ბაღდათში.
დანარჩენ 44 მუნიციპალიტეტში კი, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ.
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნები 2021
თბილისის საკრებულოში ექვსი პარტია გადის
კერძოდ: მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება დედაქალაქში, სადაც ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს ხმათა 45,28 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკანორ მელიას 34,27 პროცენტი.
მეორე ტურის ალბათობა მაღალია თელავშიც, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატ ლევან ანდრიაშვილს ხმათა 47,18 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ბოტკოველს – 44,96 პროცენტი.
თიანეთის მერის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლევან წიკლაურს ხმათა 43,19 პროცენტი აქვს, ხოლო „თამაზ მეჭიაური საქართველოსთვის“ კანდიდატ თამაზ მეჭიაურს – 30,09 პროცენტი.
ამ დროის მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება რუსთავშიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს 44,92 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით კირკიტაძეს 43,81 პროცენტი.
მეორე ტური მოსალოდნელია ქარელშიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზაზა გულიაშვილს ხმათა 45,77 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკოლოზ ახალკაცს 33,59 პროცენტი.
რაც შეეხება ხაშურს, აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატ თენგიზ ჩიტიაშვილს 44,29 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ იოსებ ბუაძეს – 35,53 პროცენტი.
თვითმმართველობის არჩევნები ციფრებში - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნები 2021
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება
მეორე ტური სავარაუდოა ცაგერშიც, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატ გიორგი ნემსაძეს ხმათა 49,34 პროცენტი აქვს, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატ ბესარიონ ბენდელიანს – 35,02 პროცენტი.
რაც შეეხება ბაღდათს, ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა ენუქიძეს ხმათა 49,52 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი რობაქიძეს – 36,19 პროცენტი. შესაბამისად, სავარაუდოა მეორე ტური.
მეორე ტური გაიმართება წყალტუბოშიც, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატ გენადი ბალანჩივაძეს ხმათა 46,83 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ზაზა მეტრეველს 43,02 პროცენტი.
მეორე ტური იქნება ქუთაისშიც, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ხატია დეკანოიძეს ხმათა 43,84 პროცენტი აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს 41,53 პროცენტი.
მეორე ტური გაიმართება ოზურგეთში, სადაც „ქართული ოცნების“ ავთანდილ თალაკვაძეს ხმათა 42,03 პროცენტი აქვს, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძეს 28,53 პროცენტი.
სენაკში მმართველი პარტიის კანდიდატ ვახტანგ გადელიას ხმათა 41,41 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ კობა ნაყოფიას 40,23 პროცენტი. შესაბამისად, გაიმართება მეორე ტური.
მეორე ტური იქნება მარტვილში, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატ თორნიკე ჯანაშიას 42,41 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ თეიმურაზ ჯანაშიას 37,92 პროცენტი.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნები 2021
კალაძე - 44.96%, მელია - 33.94% - თბილისში ცესკო მეორე ტურს აანონსებს
მეორე ტური იქნება ხობშიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატ დავით ბუკიას 46,56 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ბესიკ შენგელიას 35,24 პროცენტი.
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ანზორ მელიას ხმათა 47,46 პროცენტი აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ მამუკა წოწერიას 40,62 პროცენტი. შესაბამისად, დაინიშნება მეორე ტური.
მეორე ტური იქნება წალენჯიხაშიც, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ხარჩილავას ხმათა 41,02 პროცენტი აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ გოგა გულორდავას 37,17 პროცენტი.
ჩხოროწყუში მმართველი პარტიის კანდიდატ დათო გოგუას ხმათა 46,53 პროცენტი აქვს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ბადრი ქარჩავას 34,9 პროცენტი. შესაბამისად, გაიმართება მეორე ტური.
მეორე ტური იქნება ფოთშიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს 47,58 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი უგულავას – 37,73 პროცენტი.
რაც შეეხება ბათუმს, აქ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი კირთაძეს ხმათა 42,6 პროცენტი აქვს, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატ არჩილ ჩიქოვანს – 41,07 პროცენტი. შესაბამისად, დაინიშნება მეორე ტური.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნები 2021
„ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდი“ -კახა კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
მეორე ტური იქნება ხელვაჩაურშიც, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატ ზაზა დიასამიძეს 42,9 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ მიშა ობოლაძეს 41,18 პროცენტი.
რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ამ დროისთვის ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 47,83 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 30,69 პროცენტი. რაც შეეხება თბილისს, ცესკო-ს მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 40,73 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 28,42 პროცენტი.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო1.815.776-მა მოქალაქემ. ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში.
ყველა ახალი ამბავი
0