https://sputnik-georgia.com/20211003/rogor-gainawileben-partiebi-mandatebs-sakrebulosi-260171998.html
როგორ გაინაწილებენ პარტიები მანდატებს თბილისის საკრებულოში
როგორ გაინაწილებენ პარტიები მანდატებს თბილისის საკრებულოში
Sputnik საქართველო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენები თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე უკვე დათვალა. 03.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-03T16:54+0400
2021-10-03T16:54+0400
2021-10-03T16:54+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
თბილისი დღეს
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24840/35/248403534_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_11d160e306ed293cecf2fff2e2ea25d0.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, თბილისის საკრებულოში 50-დან 28 მანდატს „ქართული ოცნება“ იღებს, 13-ს - „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო დანარჩენ რვა მანდატს სხვა პარტიები ინაწილებენ. თბილისის ერთ ოლქში - საბურთალოზე მეორე ტური უნდა გაიმართოს.ცესკომ ბიულეტენები თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დათვალა. 621 უბნის შემდეგების მიხედვით თბილისის საკრებულოში 6 პოლიტიკური პარტია მოხვდა, რომელმაც 2,5%-იანი ბარიერი გადალახა.ესენი არიან: პირველადი შედეგების თანახმად, მმართველი პარტიის კანდიდატებმა მაჟორიტარულ არჩევნებში თბილისის 10 რაიონიდან ცხრაში მოიპოვეს გამარჯვება. ერთადერთი რაიონი, რომელშიც ამ დროის მონაცემებით 40-პროცენტიან ბარიერს ვერც ერთი კანდიდატი ვერ ლახავს, საბურთალოა. აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატ ავთანდილ ცინცაძეს 38,76% აქვს, ხოლო ბორის ყურუას „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ – 14,29%. შესაბამისად, საბურთალოზე მეორე ტური ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება.საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
https://sputnik-georgia.com/20211003/sad-seizleba-catardes-arcevnebis-meore-turi-260167538.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24840/35/248403534_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_819639cee8a77aa97e47badcc28023df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თბილისი დღეს, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თბილისი დღეს, პოლიტიკა საქართველოში
როგორ გაინაწილებენ პარტიები მანდატებს თბილისის საკრებულოში
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენები თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე უკვე დათვალა.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, თბილისის საკრებულოში 50-დან 28 მანდატს „ქართული ოცნება“ იღებს, 13-ს - „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო დანარჩენ რვა მანდატს სხვა პარტიები ინაწილებენ. თბილისის ერთ ოლქში - საბურთალოზე მეორე ტური უნდა გაიმართოს.
ცესკომ ბიულეტენები თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დათვალა. 621 უბნის შემდეგების მიხედვით თბილისის საკრებულოში 6 პოლიტიკური პარტია მოხვდა, რომელმაც 2,5%-იანი ბარიერი გადალახა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ - 154.314 ხმა (40,47 %)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 107.097 (28,09%)
„გახარია – საქართველოსთვის“ – 33.434 (8,77 %)
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 12.335 (3,24 %)
„ანა დოლიძე – ხალხისთვის“ - 9.823 (2,58 %).
რაც შეეხება საკრებულოში მოპოვებულ მანდატებს, ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 28 მანდატიდან 19 პროპორციული საარჩევნო სისტემით, ხოლო 9-ს მაჟორიტარული სისტემით იღებს, „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს პროპორციული სისტემით, „გახარია – საქართველოსთვის“ 4 მანდატს პროპორციული სისტემით, „ლელო“ 2 მანდატს პროპორციული სისტემით, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ თითო მანდატს ასევე პროპორციული სისტემით მიიღებენ.
პირველადი შედეგების თანახმად, მმართველი პარტიის კანდიდატებმა მაჟორიტარულ არჩევნებში თბილისის 10 რაიონიდან ცხრაში მოიპოვეს გამარჯვება. ერთადერთი რაიონი, რომელშიც ამ დროის მონაცემებით 40-პროცენტიან ბარიერს ვერც ერთი კანდიდატი ვერ ლახავს, საბურთალოა. აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატ ავთანდილ ცინცაძეს 38,76% აქვს, ხოლო ბორის ყურუას „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ – 14,29%. შესაბამისად, საბურთალოზე მეორე ტური ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.