Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ იმ 20 მუნიციპალიტეტშიც, სადაც მეორე ტურები გაიმართება, „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მხარდაჭერისა და პარტიის მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ამომრჩეველთა ასეთი ნდობის მოპოვება - „დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა“.
„ქართულმა ოცნებამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა და 47%-იანი შედეგით კიდევ ერთხელ მოიპოვა მოსახლეობის ნდობა და მართვის მანდატი. ამისთვის მინდა ჩემი გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის და მართვის მანდატის დამტკიცებისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ და დესტრუქციული ძალები კიდევ ერთხელ, უკვე მერვედ დამარცხდნენ... ოპოზიციამ ვერ შეძლო მიეღწია სასურველი მიზნისთვის და მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და არეულობის შემოტანას“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ იმ 20 მუნიციპალიტეტშიც, სადაც მეორე ტური დაინიშნა, „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ.
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნები 2021
როგორ გაინაწილებენ პარტიები მანდატებს თბილისის საკრებულოში
პრემიერ-მინისტრმა მიულოცა მოსახლეობას ის, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა გამართულ არჩევნებს ერთხმად დადებითი შეფასება მისცეს.
ცესკოს მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივ არჩევნებზე 46,65%-ით ლიდერობს.
ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 30,7%, მესამე ადგილზეა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 7,79%. შემდეგ მოდის „ლელო“ – 2,71%.
ყველა ახალი ამბავი
0