ძალოსნობა: ზაზა ლომთაძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა

© Pixabay / Arcaionძალოსნობა
ძალოსნობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
ზაზა ლომთაძემ ორჭიდის ჯამში 351 კილოგრამი დააფიქსირა და მიღწეული შედეგით მხოლოდ ბელარუს ძალოსანს სერგეი შარანკოვს ჩამორჩა.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ფინეთის ქალაქ როვანიემიში მიმდინარე ძალოსნობის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ სამი მედალი მოიპოვა.
სამივე მედალი ზაზა ლომთაძის ანგარიშზეა, რომელიც 20 წლამდელთა შორის ასპარეზობდა. ლომთაძემ 102 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ატაცში პირველ ორ ცდაზე 151 და 155 კილოგრამები დააფიქსირა, თუმცა მესამე ჯერზე 158 კგ-ს ვერ გაუმკლავდა და მეორე ადგილზე გავიდა. ქართველი ძალოსანი საუკეთესო შედეგით გამოირჩა აკვრაში, სადაც მან სამივე ცდა გამოიყენა და 196 კილოგრამი დააფიქსირა. საბოლოოდ ორჭიდის ჯამში ლომთაძემ 351 კგ დააგროვა და მხოლოდ ბელარუს სპორტსმენს სერგეი შარანკოვს ჩამორჩა (362კგ).
რევაზ დავითაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
ძალოსნობა: ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ დავითაძემ ვერცხლი მოიპოვა
ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზა კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა ვანო ქაზუმაშვილმა, რომელმაც ატაცში 135 კილოგრამით მეცხრე ადგილი დაიკავა, აკვრაში კი 168 კილოგრამი დააფიქსირა და მეექვსე პოზიციაზე გავიდა. ვანოს შედეგი ორჭიდში (303კგ) მეშვიდე შედეგი აღმოჩნდა.
ევროპის პირველობის კვარცხლბეკზე ასვლა უკვე მოახერეს კახი ასანიძემ (73კგ) და რევაზ დავითაძემ. აღსანიშნავია, რომ ასანიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის შვილია. ის 23-წლამდელთა ტურნირზე ვერცხლის მედალოსანი გახდა. რაც შეეხება რევაზ დავითაძეს, ის 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ასანიძის მსგავსად ისიც ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ხვალ საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე ფიცარნაგზე ირაკლი ჩხეიძე (102კგ) გავა.
ყველა ახალი ამბავი
0