ძალოსნობა: ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ დავითაძემ ვერცხლი მოიპოვა

© photo: Sputnik / Grigory Sisoev / გადასვლა მედიაბანკშირევაზ დავითაძე
რევაზ დავითაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
რევაზ დავითაძე საერთო ჯამში პირველადგილოსან სომეხ სპორტსმენს ოთხი კილოგრამით ჩამორჩა. უმედლოდ დარჩა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ირაკლი გობეჯიშვილი.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ფინეთის ქალაქ როვანიემიში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
დავითაძემ, რომელიც 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ატაცში პირველ მისვლაზე 159, ხოლო მეორეზე 163 კილოგრამი დაძლია. მესამე მისვლაზე ქართველმა ძალოსანმა 166 კილოგრამის აწევა ვერ მოახერხა და სომეხ სპორტსმენ კარენ ავაგიანს ორი კილოგრამით ჩამორჩა. რევაზ დავითაძემ მეორე ადგილი დაიკავა აკვრაშიც, სადაც საერთო ჯამში 193 კილოგრამი დააფიქსირა და სომეხ ძალოსანის შედეგამდე ამ შემთხვევაშიც ორი კილოგრამი დააკლდა.
ნათია გადელია - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
ძალოსნობა: მორიგი ოქროს მედალი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან
საბოლოოდ, ქართველმა ძალოსანმა 356 კილოგრამი მოაგროვა და ავაგიანს ჯამში ოთხი კილოგრამით ჩამორჩა. მესამე ადგილზე რუსი სპორტსმენი ნიკიტა ხრულიოვი გავიდა, რომელმაც ჯამში 346 კილოგრამი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ხრულიოვმა ერთი კილოგრამით აჯობა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წარმომადგენელს ირაკლი გობეჯიშვილს.
ევროპის პირველობის კვარცხლბეკზე ასვლა უკვე მოახერხა კახი ასანიძემ (73კგ), რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის შვილია. ის 23-წლამდელთა ტურნირზე ვერცხლის მედალოსანი გახდა. ფიცარნაგზე მომდევნო დღეებში კიდევ რამდენიმე ქართველი ძალოსანი გამოვა. 2 ოქტომბერს ზაზა ლომთაძე, ვანო ქაზუმაშვილი (ორივე – 102კგ) და აკაკი ტალახაძე (109კგ) იასპარეზებენ, ხოლო 3 ოქტომბერს ფიცარნაგზე ირაკლი ჩხეიძე (102კგ) გავა.
ყველა ახალი ამბავი
0