ძალოსნობა: მორიგი ოქროს მედალი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან

© Facebook / Georgian Weightlifting Federationნათია გადელია
ნათია გადელია - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველ ძალოსანთა ანგარიშზე უკვე ხუთი მედალია, ნათია გადელიამ საქართველოს გუნდს მეოთხე ოქრო მოუტანა.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. პოლონეთში ძალოსანთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ.
დღეს ფიცარნაგზე 17 წლამდელთა შორის მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ნათია გადელია (81 კგ) გავიდა. ნათიამ ატაცში 87 კილოგრამი დააფიქსირა, რაც საუკეთესო შედეგი იყო. რაც შეეხება აკვრას, გადელიამ 117 კილოგრამის აწევა შეძლო და ორჭიდის ჯამში 204 კილოგრამით ის ევროპის ჩემპიონი გახდა.
ნათიამ მის უახლოეს მდევარს ემა პოღოსიანს (სომხეთი) ორჭიდში 8 კილოგრამით აჯობა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორ თურქ ესმა ალპერს – 22 კილოგრამით.
ძალოსნობა - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
სამი ოქრო ევროპირველობიდან – ახალგაზრდა ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობენ
აღსანიშნავია, რომ გუშინ 15 წლამდელთა შორის მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა (81 კგ) ექვსიდან ექვსივე ცდა გამოიყენა და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი დაიმსახურა.
პოლონეთის ქალაქ ცეხანუვში 20 აგვისტოს დაწყებული ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის წინა დღეებში საქართველოს ნაკრების რამდენიმე ძალოსანმა იასპარეზა. ოქროს მედლები მოიპოვეს ასევე ლევან ოჩიგავამ (73 კგ) და გიგა ოდიკაძემ (49კგ). ამასთან, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე საბა ადამია.
პოლონეთში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატი 20 აგვისტოს დაიწყო და 27 აგვისტოს დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0