https://sputnik-georgia.com/20211002/xazaraze-opoziciam-mizans-miarwia-tbilissi-cvlilebebi-iwyeba-260150249.html
ხაზარაძე: ოპოზიციამ მიზანს მიაღწია - თბილისში ცვლილებები იწყება
ხაზარაძე: ოპოზიციამ მიზანს მიაღწია - თბილისში ცვლილებები იწყება
Sputnik საქართველო
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. დაიწყო ხმების დათვლის პროცედურა 02.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-02T21:54+0400
2021-10-02T21:54+0400
2021-10-03T01:24+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324728_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_8249c2e46b4f659e57d888120213c07e.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში დამარცხდა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მიზანს მიაღწია და თბილისში იწყება ცვლილებები, განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ.ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, სამმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ამერიკული კომპანია GORBI–ს ეგზიტპოლებით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ აიღო ხმების - 47,6%, კომპანია Edison Research-ის ეგზიტპოლებით, მმართველმა პარტიამ აიღო 46%, ხოლო ფრანგული კომპანია IPSOS-ის ეგზიტპოლებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 38,6% აიღო.ოპოზიციის მაჩვენებელი კი ასეთია – GORBI - 27,1%, Edison Research - 33%, IPSOS - 33%.ხაზარაძის განცხადებით, დღევანდელი არჩევნებით ოპოზიციამ ვადამდელი საპარლამენტო, სრულად პროპორციული არჩევნები მოიპოვა.მან მადლობა გადაუხადა „ლელოსა“ და ოპოზიციის ყველა მხარდამჭერს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ფუნქცია და მოვალეობა შეასრულა.2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები მეტად პოლიტიზებული იყო, რომლის მთავარი ინტრიგასაც ხმების 43% წარმოადგენდა, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ უნდა აეღო.სწორედ ეს პროცენტული მაჩვენებელი წარმოადგენს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პირობას, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში იყო ჩაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებამდე სამი თვით ადრე შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს მაინც რეფერენდუმს უწოდებს.საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერების კანდიდატებს მისცა ხმა. საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.კენჭისყრის დასრულებისთანავე სამმა ქართულმა ტელეარხმა მათ მიერ კომპანიებისთვის დაკვეთილი ეგზიტპოლების შედეგები გაასაჯაროვა, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება და რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს.TV Formula–ს ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ – 46%, „ნაცმოძრაობა“ – 33%>>>ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიები „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურს პროგნოზირებენ, მაშინ როდესაც ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის პირველივე ტურში გამარჯვება გამოაცხადა.რაც შეეხება პარტიების მიხედვით კენჭისყრის საერთო შედეგებს, რომელიც ამ არჩევნებზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, აქ ტელეკომპანიები მეტნაკლებად სოლიდარულები აღმოჩნდნენ.მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს კენჭისყრის შედეგები არ გამოუქვეყნებია, ხელისუფლებამ თავის მომხრეებს გამარჯვება უკვე მიულოცა.„იმედის" ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება" 47,6%, „ნაცმოძრაობა" 27,1>>>თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სრული მარცხის შესახებ განაცხადა.
https://sputnik-georgia.com/20211002/nika-melia-qartulma-ocnebam-waago-tbilisi-260147647.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324728_137:0:1274:853_1920x0_80_0_0_18e388118c89fd85d8bd98b04369b944.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ხაზარაძე: ოპოზიციამ მიზანს მიაღწია - თბილისში ცვლილებები იწყება
21:54 02.10.2021 (განახლებულია: 01:24 03.10.2021) საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. დაიწყო ხმების დათვლის პროცედურა
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში დამარცხდა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მიზანს მიაღწია და თბილისში იწყება ცვლილებები, განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ.
ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, სამმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ამერიკული კომპანია GORBI–ს ეგზიტპოლებით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ აიღო ხმების - 47,6%, კომპანია Edison Research-ის ეგზიტპოლებით, მმართველმა პარტიამ აიღო 46%, ხოლო ფრანგული კომპანია IPSOS-ის ეგზიტპოლებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 38,6% აიღო.
ოპოზიციის მაჩვენებელი კი ასეთია – GORBI - 27,1%, Edison Research - 33%, IPSOS - 33%.
ხაზარაძის განცხადებით, დღევანდელი არჩევნებით ოპოზიციამ ვადამდელი საპარლამენტო, სრულად პროპორციული არჩევნები მოიპოვა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხანში ჩვენ ანალოგიურ ინფორმაციას მივიღებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ იქნება მეორე ტური და კიდევ უფრო გაუმჯობესდება ოპოზიციის შედეგი საქართველოში“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მან მადლობა გადაუხადა „ლელოსა“ და ოპოზიციის ყველა მხარდამჭერს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ფუნქცია და მოვალეობა შეასრულა.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები მეტად პოლიტიზებული იყო, რომლის მთავარი ინტრიგასაც ხმების 43% წარმოადგენდა, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ უნდა აეღო.
სწორედ ეს პროცენტული მაჩვენებელი წარმოადგენს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პირობას, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში იყო ჩაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებამდე სამი თვით ადრე შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს მაინც რეფერენდუმს უწოდებს.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერების კანდიდატებს მისცა ხმა. საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
კენჭისყრის დასრულებისთანავე სამმა ქართულმა ტელეარხმა მათ მიერ კომპანიებისთვის დაკვეთილი ეგზიტპოლების შედეგები გაასაჯაროვა, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება და რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს.
ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიები „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურს პროგნოზირებენ, მაშინ როდესაც ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის პირველივე ტურში გამარჯვება გამოაცხადა.
რაც შეეხება პარტიების მიხედვით კენჭისყრის საერთო შედეგებს, რომელიც ამ არჩევნებზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, აქ ტელეკომპანიები მეტნაკლებად სოლიდარულები აღმოჩნდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს კენჭისყრის შედეგები არ გამოუქვეყნებია, ხელისუფლებამ თავის მომხრეებს გამარჯვება უკვე მიულოცა.
თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სრული მარცხის შესახებ განაცხადა.