შსს-მ არჩევნებზე დარღვევების გამო ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა ჟურნალისტების მუშაობაში უკანონო ჩარევისა და ძალადობის ფაქტებზე.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას აღძრეს ორი სისხლის სამართლის საქმე და შეადგინეს 30-ზე მეტი აქტი ადმინისტრაციულ დარღვევებზე.
შსს-ს მონაცემებით, სისხლის სამართლის საქმეები აღძრულია ზუგდიდში ჟურნალისტების მუშაობაში უკანონო ჩარევის ფაქტზე და მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ძალადობის ფაქტზე.
გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლებმა აგიტაციის წესებისა და ამომრჩევლების აღრიცხვის დარღვევის 30-ზე მეტი ფაქტი დააფიქსირეს.
ადგილობრივი არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
არჩევნები 2021
ჩხუბი, ინციდენტები და დარღვევები: რა ხდება არჩევნებზე
კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეები გააფრთხილეს და სამართალდარღვევების აქტები შეადგინეს.
ამას გარდა, თელავში საარჩევნო უბნიდან 20 მეტრში აგიტაციისთვის ერთი ადამიანი დაჯარიმდა.
საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. პროცესს აკვირდება 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ყველა ახალი ამბავი
0