Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ჩხუბი, ინციდენტები და დარღვევები: რა ხდება არჩევნებზე

© photo: Sputnik / Stringerადგილობრივი არჩევნები
ადგილობრივი არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
დარღვევების ცალკეულ ფაქტებზე პერიოდულად აცხადებენ როგორც დამკვირვებლები, ისე ცალკეული პარტიების წარმომადგენლები.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
კონფლიქტი „ქართული ოცნებიდან“ კანდიდატ ჯეიჰუნ ჩოიდაროვსა და ენმ-ის წარმომადგენელ ხაჯიმურატ მურადოვს შორის მოხდა. მიზეზი ის იყო, რომ მურადოვი ამომრჩევლის სიებს ფოტოს უღებდა, რაც ჩოიდაროვისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შედეგად სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
შედეგად აუცილებელი გახდა პოლიციის მობილიზება, რომელმაც სიტუაცია განმუხტა. ადგილზე იმყოფებოდა შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი რუსლან იოსელიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული ძალადობის ან ძალადობის მუქარის მუხლით კენჭისყრის შენობაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე პატიმრობით.
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
არჩევნები 2021
„ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სკანერი გაფუჭდა“ - რა შენიშვნა აქვს ევროპარლამენტარს
ამ დროისთვის კენჭისყრა უბანზე მშვიდ ვითარებაში გრძელდება.
ხმაური იყო თბილისშიც - გლდანის 72- საარჩევნო უბანზე, სადაც იმყოფებოდა საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიიდან „დროა“ ელენე ხოშტარია, რომელსაც დარღვევების შესახებ აცნობეს. კერძოდ, მას გაუგზავნეს ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ უცნობი მამაკაცი როგორ გადასცემს კომისიის წევრებს გარკვეულ მასალებს, სავარაუდოდ, ბიულეტენებს.
ვითარება იმ დროს დაიძაბა, როდესაც ხოშტარიას პარტიის წარმომადგენელს საჩივრის დაწერა უნდოდა. შედეგად პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
მას შემდეგ, რაც ინციდენტი ამოიწურა, კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნაცნობმა მას ფანჯრიდან გადასცა სტეპლერი, ყავა და ტუალეტის ქაღალდი. მიუხედავად ამისა, კომისიის თავმჯდომარემ მიიღო საჩივარი და ამ დროისთვის ვითარება უბანში განმუხტულია.
დარღვევების ცალკეულ ფაქტებზე პერიოდულად აცხადებენ როგორც დამკვირვებლები, ისე ცალკეული პარტიების წარმომადგენლები. ეს ძირითადად ეხება შესაძლო მოსახლეობის მოსყიდვის ფაქტებს, კარუსელებს, ამომრჩევლის გაკონტროლებას და ა.შ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
ადგილობრივი თვითმმრთველობის არჩევნები - ფოტოები საარჩევნო უბნებიდან
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ქუთაისში რამდენიმე საარჩევნო უბანზე დარღვევები მოხდა. ის შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ენმ-დან ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიის წარმომადგენლებმა ქუთაისის 37-ე საარჩევნო უბანში დაიჭირეს თითქოსდა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომისიის წევრი, რომელმაც ბიულეტენი ყუთში ჩააგდო, ხოლო 124-ე უბანზე არის წინასწარ შევსებული ოქმი.
„124-ე უბანზე შემჩნეულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაბუნია, რომელიც ფინანსური რესურსის დარიგებაშია ჩართული. მინდა, ვუთხრა მას, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის სისიხლის სამართლის დანაშაული და მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, შეეშვით მეთვალყურეობას და შეეშვით უბანს“, - განაცხადა დეკანოიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, თავის მხრივ, 100-მდე მცირე და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა, განაცხადა ბრიფინგზე ორგანიზაციის დირექტორმა ეკა გიგაურმა.
მისი თქმით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა უკვე 14 საჩივარი დაწერეს.
„მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია სავარაუდო „კარუსელის“ ფაქტი. კერძოდ, მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სტუდენტური პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა ამ უბანზე ორჯერ მისცა ხმა, მესამე მცდელობისას კი მას კომისიის წევრებმა აღარ მისცეს ამის საშუალება“, - აღნიშნა გიგაურმა.
საარჩევნო ყუთი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
ცნობილია რამდენ ხანში გამოაქვეყნებს ცესკო არჩევნების წინასწარ შედეგებს
მისი თქმით, ეს ადამიანი ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველი საერთოდ არ არის - ამომრჩეველთა საერთო სიაში ის მარნეულის საარჩევნო ოლქის მეათე უბანშია რეგისტრირებული.
„ჩვენი დამკვირვებლის თქმით, იმავე უბანზე, აკბეროვის გარდა, ბახლელგუსეინოვმა და კიდევ რამდენიმე პირმა ერთზე მეტჯერ მისცა ხმა. ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ ცესკო-ს და მოვითხოვოთ ამ უბანზე საერთოდ კენჭისყრის შეწყვეტა, ვინაიდან არის პრობლემური უბანი“, - განაცხადა გიგაურმა.
ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ასევე სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი დააფიქსირეს დუშეთის №1 საარჩევნო უბანზე.
„მთლიანობაში გამოვლინდა დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლისა და ზეწოლის ფაქტები, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა“, - აღნიშნა გიგაურმა.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) უფრო ადრე მიუთითებდა, რომ ზოგან საარჩევნო უბნები დროულად არ გაიხსნა, ეწეოდნენ აგიტაციას უბნებთან ახლოს და დაირღვა ხმის მიცემის პროცედურები.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. პროცესს აკვირდება 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ყველა ახალი ამბავი
0