Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
ქვეყნის მოსახლეობას ზუსტად 12 საათი ჰქონდა, იმისთვის რომ საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინათ
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები დასრულდა – თბილისის დროით 20:00 საათზე ქვეყანაში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან.
გამონაკლისს წარმოადგენს ის უბნები, სადაც საღამოს 8 საათისთვის ამომრჩეველთა რიგები იყო.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 41,35%–ს შეადგენს. ამასთან, არჩევნები ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩატარებულად ჩაითვლება.
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
არჩევნები 2021
ცესკო: 17:00 საათისთვის არჩევნებზე ამომრჩეველთა 41,35 % გამოცხადდა
არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჩატარდა – ყველა ამომრჩეველი, კომისიის წევრები და დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე პირბადით იყვნენ და დისტანციას იცავდნენ.
ვის ირჩევდნენ?
ქვეყნის მოსახლეობა 2 ოქტომბრის არჩევნებზე 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებსა და ამდენიმე მერს ირჩევდა. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
64 მერისსავარძლისთვის რვა დამოუკიდებელი და 21 პარტიიი მიერ დასახელებული 231 კანდიდატიიბრძვის. იმისთვის, რომ მერი გახდეს, კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50%–ზე მეტი უნდა მიიღოს.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
„უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის ექსტრადირების მორალური უფლება არ აქვს“ - მამუკა არეშიძე
რაც შეეხება საკრებულოს არჩევნებს, ქვეყნის მასშტაბით 43 პარტია მონაწილეობს. ყველაზე დიდი პარტიული კონკურენცია თბილისშია, სადაც 31 პარტიაა წარმოდგენილი. მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული სისტემით დეპუტატების გაყვანას შეძლებენ ის პარტიები, რომლებიც ხმების 3%-ს მოიპოვებენ, ხოლო თბილისში - 2,5%-ს.
რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, რეგიონებში მაჟორიტარების რაოდენობა ყველა დეპუტატის 1/3-ს, თბილისში - 1/5-ს შეადგენს.
ამასთან 656 მაჟორიტარის სავარძლისთვის იბრძოლებს 2.771 კანდიდატი. მაჟორიტარულ არჩევნებზე ყველაზე დიდი კონკურენცია თბილისშია, სადაც 10 ადგილზე 138 პრეტენდენტია, ყველაზე ნაკლები კი ყაზბეგში, სადაც 6 ადგილზე 18 პრეტენდენტია. იმისათვის, რომ მაჟორიტარული სისტემით არჩეული პირი მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი გახდეს, მან ხმების მინიმუმ 40% უნდა მიიღოს.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები მეტად პოლიტიზებულია, რომლის მთავარი ინტრიგაც ხმების 43%–ია, რომელიც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ უნდა მიიღოს.
საარჩევნო ყუთი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
ცნობილია რამდენ ხანში გამოაქვეყნებს ცესკო არჩევნების წინასწარ შედეგებს
სწორედ ეს პროცენტული მაჩვენებელი წარმოადგენს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პირობას, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში იყო ჩაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებამდე სამი თვით ადრე შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს მაინც რეფერენდუმს უწოდებს.
ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებამ, რომელიც თბილისში პარასკევს დააკავეს. თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ოპოზიციას კვირას მასშტაბური მიტინგის გამართვისკენ მოუწოდებს, რათა დასრულდეს „ქართული ოცნების“ მმართველობა.
ყველა ახალი ამბავი
0