https://sputnik-georgia.com/20211002/egzitpolebis-omi-vin-gaimarjva-archevnebshi-260150074.html
ეგზიტპოლების ომი: ვინ გაიმარჯვა თვითმმართველობის არჩევნებში?
ეგზიტპოლების ომი: ვინ გაიმარჯვა თვითმმართველობის არჩევნებში?
Sputnik საქართველო
ვის დავუჯერით? ქართულმა ტელეკომპანიებმა ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნებს 02.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-02T21:40+0400
2021-10-02T21:40+0400
2021-10-02T21:48+0400
არჩევნები 2021
პოლიტიკა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260148736_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_3189b1eff4d2c03746459df6cbeaa394.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. კენჭისყრის დასრულებისთანავე სამმა ქართულმა ტელეარხმა მათ მიერ კომპანიებისთვის დაკვეთილი ეგზიტპოლების შედეგები გაასაჯაროვა, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება და რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს.TV Formula–ს ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ – 46%, „ნაცმოძრაობა“ – 33%>>>ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიები „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურს პროგნოზირებენ, მაშინ როდესაც ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის პირველივე ტურში გამარჯვება გამოაცხადა.რაც შეეხება პარტიების მიხედვით კენჭისყრის საერთო შედეგებს, რომელიც ამ არჩევნებზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, აქ ტელეკომპანიები მეტნაკლებად სოლიდარულები აღმოჩნდნენ.მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს კენჭისყრის შედეგები არ გამოუქვეყნებია, ხელისუფლებამ თავის მომხრეებს გამარჯვება უკვე მიულოცა.„იმედის" ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება" 47,6%, „ნაცმოძრაობა" 27,1>>>თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სრული მარცხის შესახებ განაცხადა.მნიშვნელოვანი არჩევნები2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები მეტად პოლიტიზებული იყო, რომლის მთავარ ინტრიგასაც ხმების 43% წარმოადგენდა, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ უნდა აეღო. სწორედ ეს პროცენტული მაჩვენებელი წარმოადგენს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პირობას, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში იყო ჩაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებამდე სამი თვით ადრე შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს მაინც რეფერენდუმს უწოდებს.ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებამ, რომელიც თბილისში პარასკევს დააკავეს. თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ოპოზიციას კვირას მასშტაბური მიტინგის გამართვისკენ მოუწოდებს, რათა დასრულდეს „ქართული ოცნების“ მმართველობა.
https://sputnik-georgia.com/20211002/nika-melia-qartulma-ocnebam-waago-tbilisi-260147647.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260148736_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_94dc9353594678c9cc469f4841eec2d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ეგზიტპოლების ომი: ვინ გაიმარჯვა თვითმმართველობის არჩევნებში?
21:40 02.10.2021 (განახლებულია: 21:48 02.10.2021) ვის დავუჯერით? ქართულმა ტელეკომპანიებმა ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნებს
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. კენჭისყრის დასრულებისთანავე სამმა ქართულმა ტელეარხმა მათ მიერ კომპანიებისთვის დაკვეთილი ეგზიტპოლების შედეგები გაასაჯაროვა, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება და რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს.
ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიები „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურს პროგნოზირებენ, მაშინ როდესაც ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის პირველივე ტურში გამარჯვება გამოაცხადა.
რაც შეეხება პარტიების მიხედვით კენჭისყრის საერთო შედეგებს, რომელიც ამ არჩევნებზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, აქ ტელეკომპანიები მეტნაკლებად სოლიდარულები აღმოჩნდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს კენჭისყრის შედეგები არ გამოუქვეყნებია, ხელისუფლებამ თავის მომხრეებს გამარჯვება უკვე მიულოცა.
თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სრული მარცხის შესახებ განაცხადა.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები მეტად პოლიტიზებული იყო, რომლის მთავარ ინტრიგასაც ხმების 43% წარმოადგენდა, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ უნდა აეღო.
სწორედ ეს პროცენტული მაჩვენებელი წარმოადგენს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პირობას, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში იყო ჩაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებამდე სამი თვით ადრე შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს მაინც რეფერენდუმს უწოდებს.
ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებამ, რომელიც თბილისში პარასკევს დააკავეს. თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ოპოზიციას კვირას მასშტაბური მიტინგის გამართვისკენ მოუწოდებს, რათა დასრულდეს „ქართული ოცნების“ მმართველობა.