დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 ოქტომბერი

© Pixabay / Pexelsმზის ჩასვლა ზღვაზე
მზის ჩასვლა ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 2 ოქტომბერია, შაბათი. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
დღეს იქნება შანსი, რომ გაიგოთ ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლო იყო, გაერკვეთ რთულ სიტუაციებში, ჩაწვდეთ ჭეშმარიტებას. დღეს ინფორმაციის მოგროვებისა და ანალიზის დღეა. სირთულე იქნება გარშემომყოფებთან შეთანხმებებში, მაგრამ ჩხუბი არავის უნდა, ამიტომ საქმე კონფლიქტამდე არ მივა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 ოქტომბერი>>
ვერძი: მოუსმინეთ, რას ამბობენ სხვები. ბევრ რამეში ხართ მართალი, მაგრა, შესაძლოა, რაღაც გეპარებათ მხედველობიდან, ამიტომ კრიტიკული შენიშვნები შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანია, რომ არ გადაიღალოთ, მართალია, ენერგიული ხართ, მაგრამ დასვენება მაინც აუცილებელია. ბევრს წაადგება გარემოს შეცვლა. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა.
გულის კლიტე - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
რომანტიკა, სიყვარული და ზოდიაქოს ნიშნები ოქტომბერში – თვის ასტროპროგნოზი
კურო: მოერიდეთ კამათსა და ჩხუბს. ეს შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით დილით, მაგრამ სანამ რამეს იტყვით ან მოიმოქმედებთ, ცოტა ხნით შეჩერდით, დაფიქრდით და მიხვდებით, რომ მიზეზი უმნიშვნელო რამეა, კომპრომისის მოძებნა ჯობია. დღის პირველ ნახევარში დამოუკიდებლად, ხოლო მოგვიანებით სხვებთან ერთად იმუშავეთ. დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ საყვარელ ადამიანთან შეხვედრა.
ტყუპი: მსუბუქი და ნაყოფიერი დღეა. ადვილად პოულობთ საერთო ენას გარშემომყოფებთან, ბევრს მოსწონხართ. შესაძლებელია მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო სიახლის გაგება, უჩვეულო წინადადების მიღება. საოჯახო საქმეებისთვისაც მოიცლით და შეძლებთ ზოგიერთი პრობლემის მოგვარებას. არ არის გამორიცხული, რომ ძველმა მეგობარმა ან შეყვარებულმა ურთიერთობების აღდგენა მოინდომოს.
კირჩხიბი: კარგი დღეა მნიშვნელოვან საკითხებზე დასაფიქრებლად. შეძლებთ საკუთარ გრძნობებში გარკვევას, თქვენი და ახლობლების მომავალთან დაკავშირებით სამოქმედო გზის განსაზღვრას. შეგიძლიათ ახალი საქმის დაწყება. თუ მალე არ გამოგივათ შედეგის მიღება, არ იდარდოთ – შეძლებთ საინტერესო ადამიანების გაცნობას. მოსალოდნელია მცირე თანხის მიღება, რომელიც ძალიან წაგადგებათ.
ევრო - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
ოქტომბერი – ფინანსური წარმატების თვე ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის
ლომი: დილა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არ გამოდგება. განსაკუთრებით ემოციური ხართ და მცირე წარუმატებლობის გამო შეიძლება სერიოზულად განერვიულდეთ. მალე სიტუაცია გამოსწორდება და განწყობა შესამჩნევად გაუმჯობესდება, პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება. გაგახარებთ დღის მეორე ნახევარი. შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ძალიან გენატრებათ, გაიგოთ სასიამოვნო სიახლე.
ქალწული: შესანიშნავი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. სწრაფად გადაჭრით რთულ ამოცანებს, გაუმკლავდებით იმას, რაც აქამდე უიმედოდ გეჩვენებოდათ. მოახერხებთ რამდენიმე საკითხზე ერთდროულად ფიქრს და არაფერი აგერევათ ერთმანეთში. პირად ურთიერთობებში კარგი იქნება ინიციატივის გამოჩენა – შეგიძლიათ ნაბიჯი გადადგათ და თქვენთვის სიმპათიურ ადამიანს გრძნობებში გამოუტყდეთ.
სასწორი: შესანიშნავი იდეების დღეა. მიხვდებით, რა გზით შეიძლება პრობლემის გადაწყვეტა, იპოვით პასუხებს მნიშვნელოვან კითხვებზე. კარგი იქნება ახლის სწავლა, ინფორმაციის შეგროვება. რასაც დღეს გაიგებთ, მალე გამოგადგებათ. დღის მეორე ნახევარი ურთიერთობებისთვის გამოიყენეთ. მოაგვარეთ გართულებული ურთიერთობები. დღეს ადვილად შეძლებთ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვას.
Невеста перед свадьбой - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან
მორიელი: მშვიდი და ჰარმონიული დღე გელოდებათ. მნიშვნელოვანი მოვლენები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ დღე მაინც სიხარულს მოგიტანთ. შეეცდებით, რომ არც ერთი შესაძლებლობა არ გაუშვათ ხელიდან. შესაძლებელი გახდება ადრე დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. ახლობლებთან გულის გადაშლის სურვილი გაგიჩნდებათ. ისინი, დიდი ალბათობით, გაგიგებენ და მხარს დაგიჭერენ.
მშვილდოსანი: თუ დიდი გეგმები გაქვთ, მათ შესრულებას დილიდანვე შეუდექით, ნურაფერს გადადებთ დიდი ხნით, რადგან დღის მეორე ნახევარში გაგიჭირდებათ სათანადო შედეგების მიღება. ასე რომ, დილით იმუშავეთ, რადგან ძალზე პროდუქტიული დროა, ხოლო ნასადილევს – დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალები. კარგი პერიოდია შემოქმედებისთვის, გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის.
თხის რქა: მშფოთვარე, საინტერესო და იღბლიანი დღეა. შესაძლოა, საქმეები მალე არ გამოგივიდეთ, მაგრამ სიმტკიცისა და მიზანსწრაფულობის წყალობით მიაღწევთ სასურველს. თქვენი გამარჯვების რწმენა ირგვლივ მყოფებზე დადებითად მოქმედებს. ბევრი შემოგთავაზებთ დახმარებას. ცდილობთ ახლობლების დახმარებას, მათთვის განწყობის ამაღლებას. კარგი დროა საყიდლებისთვის.
ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2019
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება
მერწყული: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. შესანიშნავად ამყარებთ კონტაქტს ახალ ნაცნობებზე, მათზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენთ. არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს ერთი ნახვით შეუყვარდეთ. ჩვეული საქმეები მოსაწყენად მოგეჩვენებათ. სიახლე გწადიათ. შეგიძლიათ, რამის შესწავლა დაიწყოთ – ახლა თქვენი მეხსიერება სათანადო სიმაღლეზეა. საღამოს შესაფერისი დროა გასეირნებისა და მშვიდი მსჯელობისთვის მნიშვნელოვან თემებზე.
თევზები: მარტივი დღე არ გელოდებათ. გიჭირთ ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრირება. ერთდროულად რამდენიმე სერიოზულ საკითხზე გიწევთ ფიქრი. არის რისკი, რომ რამე გამოგრჩეთ მხედველობიდან. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან. ზოგიერთი ცდილობს, რომ თქვენი სიმპათია მოიპოვოს, მაგრამ სინამდვილეში კეთილი განზრახვა არა აქვთ. ახლობლებს შეგიძლიათ ყველაფერში ენდოთ.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური